დესერტი

შემწვარი ნაყინი

fun time

17:29 პარ. 15 ივლისი, 2022 წელი

შემწვარი ნაყინი

14
დაკოპირებულია

შემწვარ ნაყინს შესანიშნავი გემო აქვს და მისი მომზადება ერთხელ მაინც უნდა სცადოთ. 

საჭირო პროდუქტი:

  • 1 კგ. ვანილის ნაყინი
  • 100 გრ ვაფლის ფირფიტები
  • 50 გრ უშაქრო სიმინდის ფანტელები
  • 2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 3 კვერცხის ცილა
  • 2 ლიტრი ზეთი ნაყინის შესაწვავად

ტოპინგისთვის აირჩიეთ ერთ-ერთი:

  • ათქვეფილი ნაღები
  • კარამელი
  • თაფლი
  • გარგარის ჯემი
  • საკუთარი არჩევანით

მომზადების წესი:

მოამზადეთ ალუმინის ფოლგის 8 ფურცელი ზომით, დაახლოებით, 20 x 20 სმ.

მრგვალი კოვზით „მოჭერით“ ნაყინის ბურთები და ფოლგის ფურცლის ცენტრში მოათავსეთ. ფოლგის ფურცლები ისე შეკარით, რომ კუთხეები ზემოთ მოხვდეს და ნაყინმა სიმგრვალე შეინარჩუნოს.

ნაყინის ბურთები საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რომ ცხელ ზეთში რმდენიმეწამიან ყოფნას გაუძლოს. ფოლგაში გახვეული ნაყინის ბურთები საყინულეში, სულ მცირე, 1 საათით მოათავსეთ, რომ კარგად გამაგრდეს.

მოვამზადოთ ცომი ნაყინის შესაწვავად

ბლენდერის ან ჩოფერის დახმარებით ვაფლის ფირფიტები დაფშვენით, დაუმატეთ სიმინდის ფანტელი და დარიჩინი. რამდენიმე წამით ისევ დაატრიალეთ, რომ სიმინდის ფანტელი დაქუცმაცდეს.

მოათავსეთ ეს ნაფშვენები ჯამში.

ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ ცილა, სანამ მყარ, ღრუბლისებურ მასას არ მიიღებთ.

როდესაც ყველაფერი მზად იქნება, ნაყინის ბურთები საყინულიდან გამოიღეთ, ფრთხილად ამოიღეთ ფოლგიდან და ჯერ ბეზეში, შემდეგ კი ვაფლის ნაფშვენებში ამოავლეთ.

ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ და ნაყინის ბურთები ისევ ფოლგის ფორმებში დააბრუნეთ.

ამჯერად ბურთები საყინულეში უფრო დიდხანს - დაახლოებით, 4 საათის ან მთელი ღამის განმავლობაში უნდა დატოვოთ.

ნაყინის შეწვა

დიდ ლანგარზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცები.

ჩაასხით ზეთი დიდ, ღრმა ქვაბში და გააცხელეთ 190°C-მდე.

როცა ზეთი საკმაოდ გაცხელდება, ნაყინის ბურთები საყინულიდან გამოიღეთ და ქაფქირით ფრთხილად ჩაუშვით ცხელ ზეთში. შეწვით 5-10 წამის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი გახდება.

სწრაფად ამოიღეთ ნაყინის ბურთები ზეთიდან და ლანგარზე მოათავსეთ. ეს დესერტი მაშინვე უნდა მიირთვათ, რათა გარედან ცხელი და ხრაშუნა იყოს და შიგნით ცივი.

თუმცა არის მეორე ვარიანტიც - ისევ გაყინეთ ბურთები და 10-15 წუთის შემდეგ ცივ დესერტად მიირთვით. გაითვალისწინეთ, რომ პირველი ვარიანტი უფრო ეფექტურია და სწორედ ის აოცებს სტუმრებს ყველაზე მეტად.

შენიშვნა

ამ დესერტში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება ნაყინის სხვადასხვა არომატით შეგიძლიათ. ნუ შემოიფარგლებით ვანილით!

ამ დესერტის შეგიძლიათ, თავზე მოასხათ ათქვეფილი ნაღები, შოკოლადი და კარამელი, თუმცა შეგიძლიათ, სხვა ტოპინგებიც მოსინჯოთ - მარწყვის სიროფი, გახეხილი ალუბალი ან თაფლი.

გემრიელად მიირთვით!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!