„ქლიავის ტორტი“ - ზარმაცი დიასახლისის ოცნება

კულინარია

10 სექტემბერი 12:00, 2017 წელი

დიახ, ეს ტორტი ნამდვილად სწრაფად და მარტივად კეთდება. არ სჭირდება ღუმელთან ტრიალი და იმაზე ნერვიულობა, „ჩავარდება“ ბისკვიტი თუ არა. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, ინგრედიენტების ჯამში ჩაყრა, კარგად მორევა და მაცივარში შედგმაა. 

ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

შავი შოკოლადი - 80 გრ.
სიმინდის ბურბუშელა - 50 გრ.
წითელი ან თეთრი ჟელატინი - 8 ფურცელი (დაფქული ჟელატინიც დასაშვებია)
ქლიავი - ნახ. კგ.
თხელი თაფლი - 4 ს/კ.
წითელი ყურძნის წვენი - 200 მლ.
უცხიმო ხაჭო - 250 გრ.
1,5%-იანი იოგურტი - 100 გრ.
როზმარინი - 1 ტოტი,

მომზადების წესი:

1. შოკოლადი დატეხეთ, ჯამში ჩაყარეთ და დაბალ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.
2. სიმინდის ბურბუშელა მსუბუქად დაფშვენით, შოკოლადში ჩაყარეთ და კარგად მოურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ შოკოლადმა ბურბუშელა მთლიანად უნდა დაფაროს.
3. დაახლოებით 18 სმ. დიამეტრის მქონე ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. გადაიტანეთ შოკოლადიანი ბურბუშელა, კარგად გაასწორეთ და დატოვეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გამაგრდება.
4. დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში.
5. კარგად გარეცხილი და გამშრალი ქლიავი კურკისგან გაასუფთავეთ და დაჭერით. გარეცხეთ და გააშრეთ როზმარინიც. დაჭრილი ქლიავი და როზმარინი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით თაფლი და ყურძნის წვენი. დაადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ ქლიავის ნაჭრები არ დარბილდება. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, როზმარინის ტოტი მოაცილეთ და გააგრილეთ.
6. დამბალი ჟელატინი კარგად გაწურეთ და ჯერ კიდევ თბილ ქლიავს დაუმატეთ. მოურიეთ, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გაიხსნება. ამის შემდეგ მიქსერით ათქვიფეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.
7. ხაჭო და იოგურტი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ქლიავის პიურეს 2/3, დაატკბეთ გემოვნებით და კარგად მოურიეთ.
8. შოკოლადისა და ბურბუშელას ფენას ჯერ ხაჭოიანი მასა დაასხით და შემდეგ ქლიავის პიურე.
9. ქლიავის ტორტი 4 საათით მაცივარში შედგით. შემდეგ გამოიღეთ, ფორმას გვერდები მოხსენით და საკუთარი გემოვნებით გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?