„მარკიზა“ - უგემრიელესი ტორტი ნამდვილი გურმანებისთვის

კულინარია

1 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

დღეს ამ ზღაპრული დესერტის ყველაზე მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, მისთვის ისეთი პროდუქტები დაგჭირდებათ, რომლებიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. აი, გემო კი მართლაც რომ დიდებული აქვს! 

ფხვიერი ფენებისთვის დაგჭირდებათ:
მარგარინი - 300 გრ.
კვერცხის გული - 3 ცალი,
გაცრილი ფქვილი - 3 ჭიქა (480 გრ)
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ.
ნიგოზი - 100-150 გრ.



მერინგის ფენისთვის:
კვერცხის ცილა - 3 ცალი,
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა,
ლიმონის წვენი - ნახ. ჩ/კ.

კრემისთვის:
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა (380 გრ)
კარაქი - 300 გრ.
ვანილი - 10 გრ.


ტორტის მოსართავი:
კეშიუ ან ჩვეულებრივი თხილი - გემოვნებით,
შავი შოკოლადი - 50-100 გრ.
თეთრი შოკოლადი - 50-100 გრ.

მომზადების წესი:


1. ფხვიერები ფენების მოსამზადებლად, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი  მარგარინი და ხელით კარგად ასრისეთ.
ბოლოს დაუმატეთ კვერცხის გულები და მოზილეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის ცომი.
მზა ცომი გაყავით სამ ნაწილად და 3 საათით მაცივარში მოათავსეთ.
ცხობის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე, ცომები მაცივრიდან გამოიღეთ. საცხობ ქაღალდზე თხლად წაუსვით კარაქი და დაახლოებით 22 სმ. დიამეტრის წრე მოხაზეთ.
თითოეული ცომის გუნდა წრეში ხელით გაანაწილეთ და წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოაყარეთ (დაახლოებით, 40 გრ).

2. მერინგის ფენის მოსამზადებლად, ცილებს დაასხით ლიმონის წვენი და მყარი კონსისტენციის მიღებამდე თქვიფეთ. თანდათან დაუმატეთ შაქრის პუდრა და კიდევ 5 წუთი თქვიფეთ.
მზა ბეზეს მესამედი ნაწილი წაუსვით ნიგოზმოყრილ ცომს და 170 გრ. ტემპერატურაზე, დაახლოებით, 25 წუთი აცხვეთ. დარჩენილი ბეზე მაცივარში შეინახეთ.
იგივე პროცედურა გაიმეორეთ ტორტის სამივე ფენისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ფირფიტები ძალიან ფხვიერია, ამიტომ საცხობი ქაღალდი მხოლოდ კარგად გაციების შემდეგ მოაცილეთ.

3. კრემის მოსამზადებლად, მოხარშული შესქელებული რძე, კარაქთან და ვანილთან ერთად, კარგად ათქვიფეთ.

4. ტორტის ფენებს კრემი კარგად წაუსვით და შემდეგ ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ.

5. თეთრი და შავი შოკოლადი წვრილად დატეხეთ და პოლიეთილენის პაკეტში ცალ-ცალკე მოათავსეთ (კარგად შეამოწმეთ, რომ პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ იყოს).
შოკოლადიანი პაკეტები პატარა ჯამებში ჩადეთ და მდუღარე წყალი დაასხით.
როცა შოკოლადი გადნება, პოლიეთილენის პაკეტს წვერი მოაჭერით და ტორტის ზედაპირზე, თეთრი და შავი შოკოლადის ქაოსური ზოლები გაავლეთ.

6. კეშიუ ან ჩვეულებრივი თხილი მოხალეთ და ტორტის შუაგულში მოათავსეთ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?