უცხოური სამზარეულო

კვერცხი შოტლანდიურად - საუზმე ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის

fun time

12:00 შაბ. 6 მარტი, 2021 წელი

კვერცხი ფარშში

14
დაკოპირებულია

თავშივე გეტყვით, რომ ამ რეცეპტს შოტლანდიასთან კავშირი არ აქვს. კატლეტი კვერცხის შიგთავსით - ეს ბრიტანული საუზმეა და იქ მას ყველგან შემოგთავაზებენ - კაფეშიც, რესტორანშიც და სუპერმარკეტშიც კი ნახევარფაბრიკატად. გირჩევთ, სცადოთ...

თუკი ამ კერძს ღუმელში მოამზადებთ, კალორიულობას მინიმუმამდე დაიყვანთ.

მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

ღორის ან ძროხის ფარში - 600 გრ;
კვერცხი - 5 ცალი;
კარაქი - 50 გრ;
მარილი - გემოვნებით;
ოხრახუში, კამა, ქინძი - გემოვნებით;
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ;
საფანელი - რამდენსაც კერძი მოითხოვს.


მომზადების წესი:

მოხარშეთ ოთხი კვერცხი (თუ გინდათ, რომ თოხლო იყოს, დაახლოებით 4 წუთი) და ჩააწყვეთ ცივ წყალში (კარგად რომ გაიფრცქვნას).
დარჩენილი ერთი კვერცხი პატარა ჯამში კარგად ათქვიფეთ (კატლეტების ამოსავლებად).
ფარშს დააყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილები.
გააკეთეთ ფარშისგან ოთხი ცალი ბურთულა, ისე, რომ თითო, დაახლოებით, 13 გრამს იწონიდეს.

გაფრცქვნილი კვერცხი მოათავსეთ ფარშის ბურთულაში და მიეცით მას კატლეტის ფორმა.
ამოავლეთ კატლეტი ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი - საფანელში.

კატლეტის შესაწვავ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, დააწყვეთ ზედ კატლეტები და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. სულ ეს არის.


შენიშვნა:
საფანელის ნაცვლად შეგიძლიათ, გატარებული ნიგოზი ან თხილი გამოიყენოთ.
კვერცხს შოტლანდიურად ძალიან უხდება ცხელი სოუსი:
პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ 50 გრამი ზეთი, 3 სუფრის კოვზი წყალი, მარილი და პილპილი. ჯამი შედგით ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში. მოასხით გამზადებულ კატლეტებს.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი