მაკარონი გოგრითა და ყველით - ახალი კერძი კულინარიაში

კულინარია

19 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

მაკარონი ბევრს გვიყვარს და თუ ჭარბი წონა და კალორიები არ გაშინებთ, ამ ძალიან საინტერესო რეცეპტითაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესდებით... 

მაკარონის გოგრითა და ყველით მოსამზადებლად საჭიროა:
მაკარონი (ნიჟარები) – 400 გრ;
გოგრა - 450 გრ;
მდნარი ყველი - 180 გრ;
მწვანე ხახვი - 1 თავი;
ნიორი - 2 კბილი;
ნაღები - 40 გრ;
ბულიონის კუბიკი - 1-2 ცალი;
წყალი - 500 გრ;
დაფქული პილპილი (თეთრი) - გემოვნებით.


მომზადების წესი:
გასუფთავებული გოგრა დაჭერით პატარა ნაჭრებად (დაახლოებით, მაკარონის ნიჟარების ზომაზე).
თხლად დაჭრილი ყველი დადეთ ცალკე თეფშზე. ასევე, ცალკე თეფშზე მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.


ბულიონის კუბიკებისგან მოადუღეთ სოუსი. ჩაასხით ქვაბში 500 მლ წყალი, ჩაამატეთ ბულიონის კუბიკები (2 ცალი) და მოადუღეთ (თუკი ნატურალური ბულიონი გაქვთ მაცივარში შენახული, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ის გამოიყენოთ).


სანამ ბულიონი მოიხარშება, კუბიკებად დაჭრილი გოგრა გადაიტანეთ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ, ღრმა ტაფაზე. მოთუშეთ, დაახლოებით, 3 წუთის განმავლობაში და ხშირად მოურიეთ.


როგორც კი გოგრა მოითუშება, გადაიტანეთ თასში, ხოლო გოგრიან ტაფაზე მოთუშეთ ხახვი და ნიორი, აუცილებლობის შემთხვევაში ოდნავ დაამატეთ ზეთი და თუშეთ, სანამ ხახვი ოქროსფერს არ მიიღებს.


შემდეგ, მოთუშულ ხახვსა და ნიორს ტაფაშივე დაამატეთ მაკარონი (უმად) და განაგრძეთ კერძის მომზადება საშუალო ცეცხლზე, სანამ მაკარონი ცხიმს არ შეიწოვს და ოქროსფერს არ მიიღებს. ამისთვის, დაახლოებით 2-3 წუთი საკმარისია.


შემდგ, მაკარონს დააყარეთ მოთუშული გოგრა, დაასხით ზედ ბულიონი (რამდენსაც კერძი მოითხოვს) და განაგრძეთ თუშვა 3-4 წუთის განმავლობაში, ისე, რომ ტაფას თავსახური არ დააფაროთ. ბოლოს, ზედ დააწყვეთ თხლად დაჭრილი ყველი, მოასხით ნაღები და მოაყარეთ თეთრი პილპილი.
გემრიელი კერძი მზად არის!


შენიშვნა:
თუკი კერძის მოსამზადებლად მარილიანი ყველი გაქვთ, მაშინ მაკარონს მარილი არ დაამატოთ, შესაძლოა, კერძი გადაამლაშოთ.
თუ არ გსურთ, მაკარონი ძალიან წვნიანი იყოს - ბულიონი ნაკლები რაოდენობით გამოიყენეთ.
კერძის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?