„მთვრალი სტაფილო“ - გემრიელი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი

კულინარია

26 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

გნებავთ, ხორცთან გარნირად მიირთვით, გნებავთ ცალკე - ცხლად ან ცივად. შესანიშნავია, სადღესასწაულო სუფრაზეც და ყოველდღიურ რაციონშიც. 

საჭირო პროდუქტი:
სტაფილო - 300 გრ;
მცენარეული ზეთი - 1-2 სუფრის კოვზი;
ნიორი - 2-3 კბილი;
სოიოს სოუსი - 2 სუფრის კოვზი;
თაფლი - ½ სუფრის კოვზი;
წითელი ღვინო (მშრალი) – 80 მლ;
ტაბასკო (ცხარე სოუსი, იყიდება მარკეტებში) - გემოვნებით;
ოხრახუში - 1 კონა;
მარილი - გემოვნებით.



მომზადების წესი:
ახალი სტაფილო საგულდაგულოდ გარეცხეთ და გაასუფთავეთ. გაჭერით შუაზე. ბოლოები არ მოაჭრათ, სილამაზისთვის დაუტოვეთ.
დადგით ტაფა ცეცხლზე, დაასხით ზეთი, დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 1-2 წუთი მოთუშეთ, სანამ ნივრის არომატს არ იგრძნობთ.
აიღეთ ნიორი ტაფიდან და ამჯერად სტაფილო მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე, 2-3 წუთის განმავლობაში. დროდადრო ურიეთ. 
სანამ სტაფილო ითუშება, ჯამში ჩაასხით წითელი მშრალი ღვინო, სოიოს სოუსი, 1-2 წვეთი ტობასკო და თაფლი. თუკი ღვინო ტკბილია, ბალანსისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ცოტაოდენი ძმარი ან ლიმონის წვენი.
ეს მასა დაასხით ტაფაზე მოთუშვის პროცესში მყოფ სტაფილოს და განაგრძეთ მოთუშვა, 10-15 წუთით, სანამ სტაფილო კარგად არ მოითუშება. შიგადაშიგ არ დაგავიწყდეთ მორევა. ამ დროში ღვინო სრულიად აორთქლდება.
მოთუშული სტაფილო გადაიტანეთ სასალათე თეფშზე და გაალამაზეთ ოხრახუშით. სულ ეს არის. 


შენიშვნა:
„მთვრალი სტაფილოს“ მოსამზადებლად 30 წუთი საკმარისია.
ნივრის მოთუშვის დროს გაზქურას არ მოშორდეთ და მუდმივად ურიეთ, რათა ნიორი არ მიგეწვათ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?