ტორტისთვის დაგჭირდებათ:
ფხვიერი ნამცხვარი „საიუბილეო“ – 300 გრ
კარაქი - 100 გრ
გულსართისთვის:
მოხარშული შესქელებული რძე,
ბანანი - 3 ცალი,
ნაღები - 450 გრ
შაქრის პუდრი -2 ს/კ
გასაფორმებლად:
ხსნადი ყავა, კაკაო ან შოკოლადი
მომზადების წესი:
1. ფხვიერი ნამცხვარი კარგად დაფშვენით. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
2. მიღებული მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში. ხელის მოძრაობით, ოდნავ დაპრესეთ და 20 წუთით მაცივარში დატოვეთ.
3. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ნამცხვარს მოხარშული, შესქელებული რძის სქელი ფენა გადაუსვით. დაჭერით ბანანი თქვენთვის სასურველ ფორმებად და შესქელებული რძის ფენაზე დაალაგეთ.
4. ნაღები და შაქრის პუდრა ისე ათქვიფეთ, რომ მყარი კონსისტენციის მასა მიიღოთ. ნაღების კრემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და ტორტზე თქვენთვის სასურველი ფორმები დასვით.
5. ტორტი შეგიძლიათ კაკაოს ფხვნილით, ყავით ან გახეხილი შოკოლადით გააფორმოთ. ყველაფერი თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
6. ტორტი 40 წუთით მაცივარში შედგით, რათა ყველა ინგრედიენტი კარგად გაუჯდეს.
გემრიელად მიირთვით!