რა არის მთავარი საახალწლო კერძი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

კულინარია

4 იანვარი 12:00, 2018 წელი

ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის ეს გოზინაყი და საცივია. ახლა კი ვნახოთ, რას ამზადებენ, მაგალითად, ინგლისში, იაპონიაში, გერმანიაში, მექსიკაში და მსოფლიოს კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. უნდა გაგიმხილოთ, ბევრი მათგანი ძალიან გაგაკვირვებთ...

  

  • იტალია

    იტალიელები შობას საოჯახო დღესასწაულს უწოდებენ, ხოლო ახალ წელს ქუჩაში მეგობრებთან ერთად ხვდებიან. ამიტომ ექსპრეს-კერძი ორივე დღესასწაულისთვის მზადდება - ეს არის ძეხვი კოტეკინო, რომელსაც სახლის პირობებში ამზადებენ და სუფრასთან ოსპთან ერთად მოაქვთ. მიიჩნევა, რომ ეს ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა.


  • მექსიკა

    მექსიკური სამზარეულო მსოფლიოში ცნობილია ცხარე და სუნელებიანი კერძებით. ახალ წელს დიასახლისები ამზადებენ რომერიტოსს, რომელიც კრევეტებითა და კარტოფილით მზადდება. ასევე, სუფრაზე აუცილებელია, იყოს ფარშირებული ინდაური, ლობიო და ბევრი ნამცხვარი.


  • ინგლისი

    ფარშირებული ინდაური ბოსტნეულით, ხოლო დესერტად ტრადიციული „საახალწლო“ პუდინგი - ამ კერძებით ხვდებიან ინგლისელები მთავარ დღესასწაულს. პუდინგის მოსამზადებლად იყენებენ პურის ნაფხვენებს, ლორს, ფქვილს, კვერცხსა და სხვადასხვა სუნელებს. სუფრასთან მიტანამდე კი ტკბილეულს ზემოდან რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ.


  • ვიეტნამი

    ახალ წელს ვიეტნამში „ტეტს“ ეძახიან და მას მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ყოველწლიურად ის იანვრის ან თებერვლის 20 რიცხვს ემთხვევა. ტრადიციულად სადღესასწაულო კერძები ბრინჯისა და ხორცისგან მზადდება, ეს შეიძლება იყოს ღორის ხორცი ქოქოსის რძით ან ნამცხვარი „ნაგ ჩუნგი“, რომელიც ბამბუკის ფოთოლში იწვება ბრინჯითა და ხორცით.


  • პოლონეთი

    პოლონეთში სადღესასწაულოდ ტრადიციულად ზუსტად 12 სხვადასხვა კერძს ამზადებენ. ხორციანი კერძები მიღებული არ არის. უპირატესობას წვნიანებს, კარტოფილს, თევზეულსა და ტკბილეულს ანიჭებენ.


  • საფრანგეთი

    ამ ქვეყანაში საახალწლო სუფრას ამშვენებს ხამანწკები, ყველი, ბუტერბროდები და ღვინის უდიდესი ასორტიმენტი.


  • დანია

    ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შემწვარი იხვის გარეშე, თან იხვი აუცილებლად ფარშირებული უნდა იყოს ჩირით. ასევე, უპირატესობას ანიჭებენ ღორის ხორცს წითელი კომბოსტოთი და კარტოფილით. დესერტად ამზადებენ „გრიუტცეს“ - ეს არის ბრინჯის ფაფა შემწვარი ნუშით და კისელით. სასმელებიდან კი მიირთმევენ ლუდს და გროგს (ალკოჰოლური კოქტეილი).


  • იაპონია

    ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ იაპონელები საახალწლოდ მიირთმევენ წაბლს და დარწმუნებულები არიან, რომ ეს პროდუქტი მათ წარმატებას მოუტანს. წაბლს უხვად ამატებენ კერძებსა და გარნირებში,  ძალიან პოპულარულია ნამცხვარი „მოტი“ მოხარშული ბრინჯით და წაბლით. ასევე, ტრადიციულად, საახალწლო სუფრასთან მიაქვთ - ზღვის კომბოსტო, ხიზილალა, ბარდა და ლობიო.


  • გერმანია

    ამ ერის წარმომადგენლებისთვის წარმოუდგენელია ახალი წელი თხილეულისა და ვაშლის გარეშე. თხილი ცხოვრების საიდუმლოსა და სირთულეების სიმბოლოა, ვაშლი კი - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ნაყოფი. ეს პროდუქტები გამოიყენება ფარშირებული ფრინველის მოსამზადებლად და მათ დესერტებშიც უმატებენ.


  • ამერიკა

    ამ ქვეყანაში საშობაო და საახალწლო დღესასწაულისთვის აუცილებლად ამზადებენ ფარშირებულ ინდაურს. დაუჯერებელია, მაგრამ ფარშისთვის იყენებენ პურს, ყველს, კომბოსტოსა და ლობიოს.


  •  ჩეხეთი

    საახალწლო სუფრას ჩეხეთში შტრუდელი ამშვენებს. ჩეხი დიასახლისები ამზადებენ ნაზ რულეტს ვაშლითა და მურაბით, ნაღებით ან ნაყინით. ძირითადი კერძები ნოყიერი და მარტივია: თევზი, წვნიანები და ბრინჯის ფაფა.


  • ნეპალი

    ამ ქვეყანაში ახალი წელი აპრილის შუა რიცხვებში აღინიშნება და მას ბისკეტ ჯარტა ეწოდება. აქ სადღესასწაულო სუფრა მიღებული არ არის. შობის მთავარი ნაწილია ხმაურიანი მუსიკალური თეატრალური წარმოდგენა. ამ დღისთვის ამზადებენ კერძს, სახელწოდებით დალ ბატი, რომელიც ბრინჯით, პომიდვრით, კოჭათი, ოსპითა და სხვადასხვა სანელებლით მზადდება.


  • პორტუგალია

    პორტუგალიელებისთვის ყურძენი ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა, ამიტომ სადღესასწაულო სუფრას ეს ხილი აუცილებლად ამშვენებს. ასევე, არსებობს ტრადიცია - 12 საათზე მიირთმევენ ზუსტად 12 მარცვალ ყურძენს და თან ჩაიფიქრებენ სურვილს, რომელიც, მათი წარმოდგენით, აუცილებლად ახდება.


  • ნიდერლანდები

    ფრის მოსამზადებელ აპარატში მომზადებული შაქრიანი „პონჩიკები“ - ეს ამ ქვეყნის ძირითადი საახალწლო ტკბილეულია. სადღესასწაულოდ, ასევე, ამზადებენ მარილიან ლობიოს, რომელსაც ჰოლანდიელები ტრადიციულ კერძად მიიჩნევენ.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.
ამბები

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.
კინო

7 ფილმი ქალებზე, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევს

ეს ლამაზი, ჭკვიანი და კაშკაშა გმირები, სულ რაღაც, „საუკუნის ძარცვებს“ ასრულებენ.
ამბები

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა.
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...