კორდონ ბლუს მოსამზადებლად საჭიროა:
ქათმის ფილე - 2 ცალი
ბეკონი - 50 გრ
ყველი მოცარელა (ან მდნარი ყველის ფირფიტა) - 100 გრ
პურის ფქვილი - 100 გრ
კვერცხი - 3 ცალი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
საფანელი - 100 გრ
მომზადების წესი:
გარეცხილი ქათმის ფილე გაამშრალეთ ქაღალდით. მოათავსეთ ხის საჭრელ დაფაზე, გაჭერით შუაზე, ოღონდ ბოლომდე არ ჩაჭრათ, ისე, რომ პატარა „ჯიბე“ გამოგივიდეთ.
შემდეგ ხორცი მსუბუქად დაბეგვეთ, დაამარილეთ და პილპილი მოაყარეთ.
დააწყვეთ ზედ ბეკონის ნაჭრები და მოაყარეთ გახეხილი ყველი, შემდეგ ფილე გადაახვიეთ და კბილის ჩხირებით დაამაგრეთ.
ბოლოს კი, ფილეს ნაჭრები შემდეგი თანმიმდევრობით ამოავლეთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხსა და საფანელში.
იმისთვის, რომ ლამაზი კორდონ ბლუ გამოგივიდეთ, უკვე გადახვეული ქათმის ფილე შეწვამდე 20 წუთით ადრე მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ შეწვით კარგად გაცხელებულ ზეთზე.
უფრო დეტალური რეცეპტი იხილეთ ვიდეოინსტრუქციაში:
შენიშვნა:
კორდონ ბლუ შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ქათმის, ასევე ძროხის ხორცით;
თუკი შეწვამდე კოდრონ ბლუს გაყინავთ, მის მოსამზადებლად 30 წუთი დაგჭირდებათ. გაყინვის გარეშე კი 10-15 წუთიც საკმარისია.
გემრიელად მიირთვით!