ტორტი „პინჩერი“ - ცდუნება, რომელსაც ვერ გაუძლებთ

კულინარია

18 თებერვალი 12:00, 2018 წელი

ამბობენ, რომ ამ დესერტის სახელი ცნობილი ინგლისელი კონდიტერების ოჯახს უკავშირდება, რომლებმაც თავიანთი კულინარიული შედევრებით მთელ ევროპაში სახელი გაითქვეს. პინჩერების ოჯახის უგემრიელესი ტორტი ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი არ დატოვებს გულგრილს. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.

ცომისთვის დაგჭირდებათ:
კვერცხი - 3 ცალი
არაჟანი - 200 გრ
შაქარი - 180 გრ
შესქელებული რძე - 200 მლ
ფქვილი - 250 გრ
კაკაო - 20 გრ
ვანილის შაქარი - ერთი შეკვრა
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ


გულსართისთვის დაგჭირდებათ:
ქიშმიში - 140 გრ
ნიგოზი - 100 გრ
შავი ქლიავის ჩირი (აუცილებელი არაა) – 190 გრ


კრემისთვის დაგჭირდებათ:
არაჟანი - 1 კგ
შაქრის პუდრა - 200 გრ


მინანქრისთვის დაგჭირდებათ:
შავი შოკოლადი - 160 გრ
კარაქი - 90 გრ


მომზადების წესი:


1. კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. მოცულობაში კარგად რომ მოიმატებს, დაუმატეთ ვანილის შაქარი, შესქელებული რძე, არაჟანი და რამდენიმე წუთი კიდევ თქვიფეთ;
2. გაცრილ ფქვილში შეურიეთ კაკაო და გამაფხვიერებელი, კარგად აურიეთ და კვერციან მასას დაუმატეთ. ცომი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და ძირსა და გვერდებზე ცხიმი წაუსვით; 
3. ცომი ცხიმწასმულ ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ბისკვიტის მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ;
4. ნიგოზი და შავი ქლიავის ჩირი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და ქიშმიშთან აურიეთ;
5. ერთ კილოგრამ არაჟანს დაუმატეთ შაქრის პუდრა და მიქსერით დაახლოებით, 5 წუთი თქვიფეთ;
6. გამომცხვარი და გაგრილებული ბისკვიტი სამ თანაბარ ფენად გაჭერით;
7. ბისკვიტის სამი ფენიდან ზედა 2-2,5 სმ ზომის ნაჭრებად დაჭერით. ქვედა ფენა ლანგარზე მოათავსეთ და არაჟნის კრემი სქლად წაუსვით. ამის შემდეგ ერთმანეთში არეული ქიშმიში, ნიგოზი და შავი ქლიავი მოაყარეთ,  მეორე ფენა დაადეთ და იგივე გაიმეორეთ. სულ ბოლოს, დაჭრილი ბისკვიტი არაჟნის კრემში აურიეთ და ტორტის ზედა ფენაზე პირამიდის მსგავსად მოალაგეთ. დარჩენილი კრემი ტორტის ზედა ფენაზე გადაანაწილეთ და დაჭრილი ნიგვზისა და ქიშმიშის ნაზავი მოაყარეთ.

მზა ტორტი 1 საათი მაცივარში გააჩერეთ, რათა არაჟნის კრემი კარგად გაცივდეს. ამასობაში შავი შოკოლადი დატეხეთ და წყლის აბაზანაზე კარაქთან ერთად გაადნეთ. ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ, შოკოლადის მინანქარი მოასხით და ერთი საათით ისევ მაცივარში შედგით.

გემრიელად მიირთვით!

საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?