„კაცური კაპრიზი“ - სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი სალათა

კულინარია

26 აპრილი 12:00, 2018 წელი

„კაცური კაპრიზი“ აშკარად ქალის მოფიქრებულია, რომელსაც უნდოდა, საყვარელი კაცი დროულად და გემრიელად დაეპურებინა. ამიტომაც ეს სალათა მზადდება სწრაფად, ნოყიერია და ძალიან მიმზიდველად გამოიყურება...

მოსამზადებლად დაგჭირდებათ (1 ულუფა):


ძროხის ხორცი - 80 გრ
ხახვი - 1 ცალი
მაგარი ყველი  - 50 გრ
კვერცხი - 1 ცალი
ძმარი - 1 ს/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
მაიონეზი - საჭიროების მიხედვით


მომზადების წესი:


მარილიან წყალში მოხარშული ძროხის ხორცი დაჭერით გრძლად;
მოხარშული კვერცხი გაარჩიეთ და გახეხეთ სახეხზე (გულიანად).


მრგვალად დაჭრილ ხახვს დაასხით ადუღებული წყალი და რამდენიმე წუთში გადაუწურეთ. შემდეგ დაასხით წყალში გახსნილი ძმარი (1:1) და გააჩერეთ, დაახლოებით, 10 წუთი და ძმარიც გადაწურეთ.


მაგარი ყველი გახეხეთ და მოემზადეთ სალათის გასაფორმებლად:

მოზრდილ თეფშზე გადაიტანეთ მოხარშული ხორცი, მოაყარეთ ცოტა შავი პილპილი, შემდეგ კვერცხი, ხახვი და ბოლოს მოასხით მაიონეზი.
სულ ეს არის!


შენიშვნა:


კაცურ სალათს მარილი არ სჭირდება, რადგან მის მოსამზადებლად ვიყენებთ ყველს და მარილის დამატების შემთხვევაში კერძი მლაშე გამოვა;


ამ სალათში შეგიძლიათ, გამოიყენოთ საქონლის ენა, სოკო, ღორის ხორცი, ქათმის ხორცი ან ლორი;


სალათს შეგიძლიათ, სურვილისამებრ, დაამატოთ კამა ან ოხრახუში, კიტრი და პომიდორიც, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი კაცი ძალიან მშიერი არ იქნება და არ შეგაწუხებთ შეკითხვით: მალე იქნება? 

გემრიელად მიირთვით!




იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...