ფარშის ბურთულები ცომში - 15 წუთში მოსამზადებელი გემრიელობა

კულინარია

3 მაისი 12:00, 2018 წელი

გემრიელი და ნოყიერი ცომეული, რომლის მოსამზადებლადაც მინიმალური დრო და რამდენიმე პროდუქტია საჭირო.

ფარში ცომში - ეს არის გემო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. მზადდება სწრაფად და მარტივად. არის ნოყიერი და გამოიყურება ლამაზად. შეგიძლიათ მიართვათ სტუმარსაც და ჩართოთ ყოველდღიურ მენიუშიც. 


მოსამზადებლად საჭიროა:


ფენოვანი ცომი - 400 გრ
ქათმის ფარში - 500 გრ
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 1 კბილი
მარილი - 1 ჩ/კ


მომზადების წესი:
ქათმის ფარში მოათავსეთ ღრმა ჯამში. წვრილად დაჭრილი ხახვი კიდევ უფრო მაქსიმალურად დააქუცმაცეთ და გადაიტანეთ ფარშიან ჯამში. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. საგულდაგულოდ გადაურიეთ და გააკეთეთ ბურთულები.


დაამუშავეთ ფენოვანი ცომი, კარგად გააბრტყელეთ და დაჭერით 5-7 მილიმეტრიან ზოლებად. ფარშის ბურთულები ამოავლეთ პურის ფქვილში, შემდეგ კი გადაახვიეთ ზედ ზოლებად დაჭრილ ცომში. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ცომში გახვეული ფარში. ათქვეფილ კვერცხს დაამატეთ ცოტაოდენი რძე და გადაუსვით ხორციან ცომს. ბოლოს კი, შედგით ღუმელში ნახევარი საათით, სანამ ცომი ოქროსფერს არ მიიღებს. სულ ეს არის - გემრიელად მიირთვით!


შენიშვნა:


ხორციანი გემრიელობა შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ქათმის, ისე ძროხის ხორცით.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...