შეგიძლიათ, გოგრა ზუსტად ისევე შეწვათ, როგორც კარტოფილს წვავთ!

კულინარია

23 აგვისტო 12:00, 2018 წელი

ეს გაცილებით უფრო მსუბუქი და სასარგებლო საჭმელია! 

3-4 პორციისთვის დაგჭირდებათ:
გოგრა - 500-600 გრამი;
ნიორი - 1 დიდი თავი;
ლიმონი - ნახევარი;
კამა ან ოხრახუში;
მწვანე სალათი;
მარილი;
მზესუმზირის ზეთი - შესაწვავად.

მომზადება:
გოგრა გაასუფთავეთ (თესლი და კანი მოაშორეთ) და დაჭერით პატარა, მოგრძო ნაჭერბად;
ნიორი გაასუფთავეთ და თითო კბილი სიგრძეზე გაჭერით 2-3 ნაჭრად;
გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დააყარეთ გოგრის ნაჭრები და საშუალო ცეცხლზე შეწვით 5-7 წუთის განმავლობაში;
შემდეგ დააყარეთ ნიორი, მარილი, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ ტაფას თავსახური და გააგრძელეთ წვა საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად აკურატულად ამოურიეთ ხოლმე;
როგორც წესი, გოგრის შეწვას 25-30 წუთი სჭირდება, თუ ძალიან დიდ ნაჭერბად არ დაჭრით;
როცა გოგრა მზად იქნება, თეფშზე დააწყვეთ მწვანე სალათის ფურცლები, ზედ გადმოიღეთ შემწვარი გოგრა, მოაჭერით მწვანილი და დააწურეთ ლიმონი;
სულ ეს არის.

შენიშვნა: 
*ნუ იფიქრებთ, რომ ერთი მთლიანი თავი ნიორი კერძს გაამწარებს. თერმული დამუშავებისას ნიორი სიმწარეს კარგავ და გოგრას ძალიან სასიამოვნო სპეციფიკურ გემოს აძლევს;
*მწვანე სალათიც ძალიან უხდება ამ კერძს, თუმცა მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ;
*ასევე,შეგიძლიათ, თეფშზე გადმოღებულ კერძს თაფლი მოასხათ - თუ, რა თქმა უნდა, წონის მომატება არ გაშინებთ და თითოეულ კალორიას არ ითვლით.

გემრიელად მიირთვით!


 

საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...