„მალაქიტის ბრასლეტი“ - სალათა საახალწლო სუფრისთვის

კულინარია

31 დეკემბერი 13:00, 2018 წელი

უბრალო, მაგრამ ლამაზი და ელეგანტური.

2019 წლის საახალწლო მენიუს ეს ვარიანტი სრულიად განსხვავებული ინგრედიენტების საოცარი შერწყმაა - ქათმის ფილე, კივი და ვაშლი. 


ინგრედიენტები:


ქათმის ფილე - 2 ცალი
ქათმის კვერცხი - 5 ცალი
კივი - 2 ცალი
ვაშლი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი (ან სტაფილო კორეულად 150 გრამი)
მაგარი ყველი - 150 გრამი
ნიორი - 1-2 კბილი
მაიონეზი - გემოვნებით
ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი


მოსართავად დაგჭირდებათ:


კივი - 4-5 ცალი


მომზადების წესი:


ქათმის ფილე კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ცივ წყალში და ხარშეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ. დაჭერით კუბიკებად ან ხელით დაციცქნეთ. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი, დააჭყლიტეთ ნიორი, დაამატეთ მაიონეზი (დაახლოებით 2 ს/კ) და კარგად გადაურიეთ.


სტაფილოც კარგად გარეცხეთ, ცივი წყალი დაასხით და ისიც დაახლოებით 30 წუთი ხარშეთ. გააცივეთ. გაასუფთავეთ. და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.


კვერცხიც ცივ წყალში ჩადეთ და მაგრად მოხარშეთ, წყლის ადუღების შემდეგ ხარშეთ 10 წუთი. გააცივეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.


მაგარი ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.


კივი გაფცქვენით. 2 კივი კუბიკებად დაჭერით. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ, თესლი მოაშორეთ. დაჭერით კუბიკებად. ცოტაოდენი ლიმონის წვენი მოასხურეთ, რომ არ გაშავდეს.


ლანგრის ცენტრში დადგით ჭიქა და მის გარშემო, რგოლის ფორმით, პირველ ფენად შემოაწყვეთ მაიონეზითა და ნივრით უკვე შეზავებული ქათმის ფილე. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი კივი. შემდეგი ფენა იქნება გახეხილი კვერცხი, მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი. შემდეგი ფენა - სტაფილო და მაიონეზი, ზემოდან ვაშლი და ბოლო ფენა - ყველი. მასაც მაიონეზი გადაუსვით და ლამაზი ფორმა მიეცით. კივი დაჭერით თხელ ნაჭრებად და გარშემო შემოაწყვეთ, ამოიღეთ ჭიქა და სალათა მთლიანად დაფარეთ კივით. სალათა „მალაქიტის ბრასლეტი“ მზადაა. შედგით მაცივარში 2-3 საათით სუფრასთან მიტანამდე.



გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...