კულინარიული შეცდომები, რომლებსაც უმრავლესობა უშვებს

კულინარია

3 თებერვალი 12:00, 2019 წელი

ბევრ მათგანზე შეიძლება არც დაიჯეროთ, რომ შეცდომაა, მაგრამ აქ არგუმენტებიც არის მოყვანილი...

„არა“ გარეცხილ მაკარონს



ძალიან ბევრი მოხარშულ მაკარონს ცივ წყალს ავლებს - ეს უდიდესი შეცდომაა. მაკარონის ზედაპირზე არის სახამებელი, რომლის საშუალებითაც პასტა უკეთესად შეიწოვს სოუსს. იტალიელი დიასახლისები არასოდეს ავლებენ პასტას წყალს. ისინი იმ წყალს, რომელშიც მაკარონი მოიხარშა, სქელი სოუსის გასათხელებლად იყენებენ.


პომიდორი ბოსტნეულთან ერთად სწორად უნდა მოხარშოთ


შეცდომაა ბოსტნეულისა და პომიდვრის ერთად მოხარშვა - ეს პროცესი დროში ძალიან გაიწელება. საქმე ისაა, რომ პომიდორი შეიცავს მჟავას, რომელიც კერძის მომზადებას ანელებს. ის მაშინ უნდა დაამატოთ, როცა კერძი, პრაქტიკულად, მზადაა.


არ შეიძლება კარტოფილის პიურეს დაბლენდერება!



პიურეს ბლენდერით გაკეთება კატეგორიულად იკრძალება - ასეთ შემთხვევაში კერძი ბლანტი და უგემური გამოვა. პროფესიონალ მზარეულებს თავიანთი საიდუმლო აქვთ - ისინი წყალს მთლიანად წურავენ, შემდეგ ქვაბშივე კარტოფილს ცოტათი გამოაშრობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩასრესენ.


პიცას არ სჭირდება დიდი რაოდენობის შიგთავსი



პიცას შიგთავსი ზომიერად უნდა ჰქონდეს - ეს საშუალებას მოგცემთ, იგრძნოთ როგორც ცომის გემო, ისე თითოეული კომპონენტისა. თანაც ასეთი პიცის ჭამა ცოტა არაკომფორტულია - მთელი შიგთავსი დაბლა ცვივა.


ხახვი უნდა დაჭრათ თავის დროზე


ცოტამ თუ იცის, რომ წვრილად დაჭრილი ხახვი ძალიან მალე მწარდება. ის დაჭრისთანავე უნდა ჩაყაროთ კერძში. თანაც ბასრი დანით უნდა დაჭრათ, რადგან ბლაგვი დანით დაჭრისას ის მწარდება.


სტეიკის სწორად დაჭრას ცოდნა უნდა!



ხორცი უნდა დაიჭრას ბოჭკოების გასწვრივ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომზადების პროცესში მთელი წვენი დაიკარგება და „ფეხსაცმლის ლანჩივით“ გახდება. თუ ხორცს ბოჭკოების გასწვრივ დაჭრით, მაშინ ის შეწვისას ფორმასაც შეინარჩუნებს და წვენსაც.


და კარტოფილის სწორად შეწვასაც...


კარტოფილი რომ იდეალურად შეიწვას, 1-2 საათი ცივ წყალში უნდა გააჩეროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეწვათ. წყალი სახამებელს მოაშორებს, ნაჭრები კი იდეალურად დაიბრაწება.


ბოსტნეულის მოსამზადებლად საჭირო დრო



ზოგიერთი ბოსტნეული არ საჭიროებს ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას. სასურველია, ეს მომზადების პროცესში გახსოვდეთ. უმჯობესია, მათი ბლანშირება მდუღარეში რამდენიმე წუთით. ეს ბოსტნეულს გემოსაც შეუნარჩუნებს და ყველა სასარგებლო ნივთიერებასაც.


მარილიან კერძში შაქრის დამატება ზედმეტობა გგონიათ?


ბევრი უარს ამბობს მარილიან კერძებში შაქრის გამოყენებაზე. არადა, სულ რაღაც, ერთი მწიკვი შაქრის დამატება კერძის გემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?