ინგრედიენტები:
ჭარხალი - 2 ცალი, საშუალო ზომის
სტაფილო - 2-3 ცალი
6%-იანი ძმარი - 2 ს/კ
მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
ნაბიჯი 1
მოამზადეთ ინგრედიენტები.
ნაბიჯი 2
დაჭერით ჭარხალი ჩხირებად - უფრო კომფორტული იქნება, გახეხოთ კორეული სტაფილოს მოსამზადებელ სახეხზე.
ნაბიჯი 3
ასეთივე ჩხირებად დაჭერით სტაფილოც (ან გახეხეთ სახეხზე).
ნაბიჯი 4
ბოსტნეული აურიეთ ხელით. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ ძმარი. თუ მწარე გიყვართ, შეგიძლიათ, წითელი წიწაკაც დააყაროთ. კიდევ ერთხელ გადაურიეთ და ნახევარი სააათი გააჩერეთ.
ნაბიჯი 5
მოასხით მცენარეული ზეთი და მიიტანეთ სუფრასთან. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი მწვანილით ან მწვანე ხახვით.
გემრიელად მიირთვით!