ინგრედიენტები:
კარტოფილი - 6-7 ცალი
ლორი - 200 გრ
ხახვი - 2 ცალი
მარილი, პილპილი, ზეთი - გემოვნებით
1. გაფცქვენით კარტოფილი. დაჭერით მსხვილად. მოხარშეთ მარილიან წყალში.
2. დაჭერით ლორი ჩხირებად. შეწვით მცირე რაოდენობის ცხიმში.
3. გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით ალყა-ალყა. ცალკე მოშუშეთ და შეურიეთ ლორს.
4. გადაურიეთ ერთმანეთში კარტოფილი, ლორი და ხახვი, მოაყარეთ პილპილი და მიიტანეთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!