ტყუპების სეზონი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

INTERNET დაიჯესტი

30 მაისი 10:34, 2020 წელი

მზე 21 მაისიდან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია, სადაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იქნება. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს პერიოდი თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დადებით ვიბრაციებს შეიტანს. ვნახოთ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები, რა გელოდებათ ერთი თვის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1. ვერძი - იყავით კიდევ უფრო თამამები, გამბედავები და აქტიურები, გამოიყენეთ შესაძლებლობები და ნახავთ, რომ წარმატება არ დააყოვნებს. მომდევნო ერთი თვე მხიარული და ბედნიერი დღეებით იქნება სავსე, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას პოზიტივით აავსებენ.



2. კურო - იყავით უფრო მიზანსწრაფულები და გირჩევთ, კონცენტრირდეთ დეტალებზე. იგრძნობთ, რომ უფრო მეტის გაკეთების ძალა შეგწევთ. არ მოდუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე დიდი წარმატების მომტანი შესაძლებლობა გაუშვათ ხელიდან.


3. ტყუპები - დაბადების დღეს გილოცავთ, ტყუპებო. მომდევნო ერთი თვე თქვენი წარმატების თვეა. იქნებით უფრო მიმზიდველები და მომხიბვლელები. მარტივად მოექცევით გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში. უფრო მეტად დაგაფასებენ, თქვენს ნიჭს აღიარებენ და ელოდეთ, რომ ფარული თაყვანისმცემელი გრძნობებს გაგიმხელთ.



4. კირჩხიბი - განსაკუთრებით გააქტიურებული იქნება თქვენი ინტუიცია. ენდეთ მას და გვაერწმუნეთ, აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას ბევრს ნუ იფიქრებთ, გამოიჩინეთ სპონტანურობა.


5. ლომი - გირჩევთ უფრო მეტ დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. განტვირთვა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაღლილობისა და სტრესის გამო სამსახურში პრობლემები შეგექმნათ. აუცილებლად გამონახეთ დრო რელაქსაციისთვის და დაკავდით იმ საქმით, რომელიც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ.



6. ქალწული - მომდევნო ერთი თვე თქვენთვის ფინანსური წარმატების მომტანი იქნება. აუცილებლად გაიზრდება შემოსავალი. ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი ხართ და ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. იქნებით უფრო მეტად თავდაჯერებულები, რაც წარმატებას განაპირობებს.


7. სასწორი - ასტროლოგები გირჩევენ, რომ დატოვოთ კომფორტის ზონა, გააკეთოთ ის საქმე, რომელიც გაშინებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით წარმატებულები. თუ ასე არ მოიქცევით, ბედნიერების, თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შანსს დაკარგავთ.



8. მორიელი - ეს ვალების გასტუმრების ეტაპია. ეცადეთ მთელი შემოსავალი ვალების გასტუმრებას მოახმაროთ. ნუ უგულებელყოფთ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარსკვლავები წარმატებას ვერ გპირდებიან.


9. მშვილდოსანი - თქვენთვის მომდევნო თვეც წარმატებული იქნება. შეძლებთ თქვენი ინტელექტის, შესაძლებლობების გამოვლენას. განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობა იქნება წარმატებული. პარტნიორთან იგრძნობთ უფრო ღრმა კავშირს.



10. თხის რქა - უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა გჭირდებათ, რადგანაც შესაძლოა სისუსტე იგრძნოთ. დაუთმეთ დრო გაჯანსაღებას. აუცილებლად შეცვალეთ ყოველდღიური რუტინა და დაკავდით ფიზიკური აქტივობით.


11. მერწყული - თქვენს ცხოვრებაში განახლების, ოცნებების ასრულების ეტაპი იწყება. ბევრი მხიარული და ბედნიერი დღე გელით. შესაძლოა, ახალი სიყვარული იპოვნოთ. სამყარო თქვენ გარშემო იტრიალებს. უბრალოდ, დატკბით ცხოვრებით.


12. თევზები - არ უღალატოთ თქვენს პრინციპებს და კიდევ უფრო მეტად დაიჯერეთ ოცნებების ახდენის. ნახავთ, რომ ცხოვრებაში სასწაულები ხდება და ახლა რომ მიუღწეველი გგონიათ, რეალობა გახდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?