„აკროშკა“ - ცივი წვნიანი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

კულინარია

16 ივნისი 19:00

რუსული სამზარეულოს ეს უგემრიელესი და ჯანსაღი კერძი მე-18 საუკუნიდანაა ცნობილი და მისი სახელწოდება მოდის სიტყვიდან кро́шка. საზაფხულოდ „აკროშკის“ მომზადება იდეალური გადაწყვეტილებაა - პირველ რიგში, შესანიშნავად გაგაგრილებთ და მეორეც, მის მომზადებას დუღილი არ სჭირდება, ამიტომ ბოსტნეული ვიტამინებს სრულად ინარჩუნებს.

„აკროშკის“ რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს. 


„აკროშკის“ მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი - 200 გრ;
კვერცხი - 2 ცალი;
კიტრი - 150 გრ;
ლორი - 100 გრ;
კამა - 15 გრ;
მწვანე ხახვი - 15 გრ;
მაწონი - 400 გრ;
არაჟანი - 200 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
ასევე, საშუალო ზომებად დაჭერით ლორი და გათლილი კიტრი.
ეს ყველაფერი გადაიტანეთ ქვაბში.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
ცალკე ჭურჭელში გადმოასხით მაწონი და კოვზით კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ქვაბში და დაამატეთ არაჟანი.
მიღებული მასა კარგად აურიეთ და დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს. ბოლოს, შეაგემეთ მარილითა და პილპილით.
სულ ეს არის. 


შენიშვნა:
გამზადებული „აკროშკა“ ცოტა ხნით მაცივარში შედგით და გააცივეთ.
სურვილისა და გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, სხვადასხვა ბოსტნეული დაამატოთ. 
„აკროშკის“ მომზადებას, დაახლოებით, 15 წუთი სჭირდება.



გემრიელად მიირთვით!  


 


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. 
NEW

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?