საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

კულინარია

5 დეკემბერი 12:00, 2019 წელი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.

ინგრედიენტები:


ქათმის ხორცი - 0.5 კგ
ნიორი - 2 კბილი
სწრაფადხსნადი ჟელატინი - 1 ს/კ
წყალი - 2 ლ
სტაფილო - 2 ც
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით



მომზადების წესი:


მოათავსეთ ქათამი ქვაბში და დაასხათ ერთი ლიტრი წყალი. დადგით ცეცხლზე. წყალი წამოდუღდება თუ არა, გადაწურეთ, ისევ დაასხით იგივე რაოდენობის წყალი და აადუღეთ. დააყაროთ მარილი, ჩაუწიეთ ცეცხლს  და დატოვეთ ასე 15 წუთი.



ამის შემდეგ მოათავსეთ ქვაბში სტაფილო (რა თქმა უნდა, წინასწარ კარგად გარეცხილი).



20 წუთის შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან ქათამიც და სტაფილოც და აცადეთ გაცივება.



გაატარეთ ბულიონი წვრილ საცერში.



როცა ბულიონი გაცივდება, გადმოასხით 50 მლ და გახსენით მასში ჟელატინი. დააცადეთ გაფუება: სწრაფადხსნადს - 5 წთ, ჩვეულებრივს - 30 წთ.



მოხარშული სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად. თუ გინდათ თქვენი კერძი ორიგინალური გამოვიდეს, დაჭერით სტაფილო სხვადასხვა ფორმებად.



500 მლ ბულიონში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი. დაამატეთ პილპილი. გაფუებული ჟელატინი გააცხელეთ ისე, რომ ადუღებამდე არ მიიყვანოთ, კარგად აურიეთ და ისიც ბულიონში ჩაამატეთ.



ქათმის ხორცს მოაშორეთ ძვლები. დააქუცმაცეთ, მოათავსეთ ფორმაში და დაასხით ბულიონი.



ზემოდან დაალაგეთ სტაფილოს ფორმები. თუ გინდათ, შეგიძლიათ, არც დაალაგოთ.



შედგით მაცივარში. კარგად რომ გაიყინოს, 2-3 საათი დასჭირდება.


 


გემრიელად მიირთვით! 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?