ხარშო იხვისგან

კულინარია

18 იანვარი 14:00, 2015 წელი

იხვის ხარშო-მეთქი, არ დავწერე, რომ იხვის ტოლმის ალუზია არ გამოეწვია. ეს უგემრიელესი კერძია და თუ ჯერ არ გიცდიათ, აუცილებლად სცადეთ, მით უმეტეს, რომ გვიანი შემოდგომისა და ზამთრის საჭმელია. თან სუპერმარკეტებში იხვი იყიდება.

ცოტა განსხვავებული სპეციფიკით მომზადებული უგემრიელესი ხარშო იხვისგან.



1 იხვის ხორცი


5 წვრილად დაჭრილი საშუალო სიდიდის ხახვი


200-300 გრ. გატარებული ან გახეხილ-დაფქული ნიგოზი


 საშუალო ზომის 5 კბილი ნიორი 


ორი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი (შერეული უცხო სუნელი და ხმელი ქინძი (1:3)


მარილი და ცხარე წიწაკა გემოვნებით


 


 


    


მომზადების წესი


დაბალ ცეცხლზე, ხახვთან ერთად, უცხიმოდ მოშუშეთ აკურატულად დაჭრილი იხვი. ხშირად ურიეთ, ხახვი კარგად უნდა მოიშუშოს, ჩაიფუფქოს. თითქოს „ჩადნაო“ და ხორციც თითქმის მზად იქნება. ფრთხილად, არ გამოაშროთ. ტომატს დაამატებთ თუ არა, თქვენი ნებაა. თუ კვაწარახის ან ტყემლის ჩამატებას აპირებთ, არ გირჩევთ, იხვს გემო ეკარგება და ვითომ ჩახოხბილს ემსგავსება.  ჩაამატეთ ცოტა წყალი, ისე, რომ ხორცი დაიფაროს და ისევ მორევით შუშეთ. ეს სამი-ოთხი წუთი გრძელდება. შემდეგ ისევ ჩაამატეთ წინაზე  მეტ წყალი და უკვე თავდახურულ ქვაბში ხუთი წუთი ადუღეთ. მორევა საჭირო აღარ არის. 


ჯამში ჩაყარეთ გატარებული ნიგოზი, დაუმატეთ ცოტა ადუღებული წყალი, იმდენი, რომ ნიგოზი კარგად გაიხსნას. ჩაყარეთ ხმელი სუნელი და ნიორიც იქვე ჩაჭყლიტეთ.


ხორცი გასინჯეთ და თუ უკვე კარგად არის მოხარშული, ნიგვზიანი მასა ხორციან ქვაბში ჩაასხით და კარგად მოურიეთ. ჩაამატეთ მარილი და წიწაკა, ადუღეთ კიდევ  5-7 წუთამდე, თან შიგა და შიგ ურიეთ. ბოლოს ჩაამატეთ კვაწარახი, ერთხელ კიდევ წამოადუღეთ და გადმოდგით.  სოუსი  სქელი უნდა იყოს. მიირთვით გემრიელად.


 


შენიშვნები:


იხვის ხარშოს  დამატებითი ცხიმი არ სჭირდება. ეს ფრინველი, მიუხედავად იმისა, გარეგნულად გემსუქნებათ თუ არა, სამყოფ ცხიმს ხორცშივე „ატარებს“.


 


იხვის ცხიმს კარგად არეგულირებს ნახევარი ჩაის კოვზი კვაწარახი, ან ერთი სუფრის კოვზი მჟავე ტყემალი, ან ჩაის კოვზი ღვინის ძმარი, ან, სულაც, ასი გრამი თეთრი მშრალი ღვინო, რომელსაც გამზადებულ ხარშოს ჩავუმატებთ, მხოლოდ ერთხელ წამოვადუღებთ და გადმოვდგამთ.


 ბოლო დროს ხშირად ვიყენებ დაფქულ ქურქუმასაც და ძალიან კარგად „ჯდება“ საკმაზში;


 


არ გირჩევთ ტომატს ან დაჭრილ პამიდორს – ჩემი დაკვირვებით, საკუთარის გარდა, სხვა სიმჟავეს პამიდორი ვერ ეგუება და ბულგარულ წიწაკასავით „აშარი“ ხდება.


  


პირადად, იხვის ხარშოს ჭამა ცოტა გამაგრებულ პურთან ერთად უფრო მომწონს, მაგრამ ბევრი ღომთან არჩევს.


ძალიან უხდება მშრალი წითელი ღვინო, მაგრამ ეს თქვენს გემოვნებაზეა, თუ ლალისფერი ღვინო გაქვთ, მაგალითად, „ალადასტური“, მაშინ... იფ, იფ, იფ.


არაყიც უხდება.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?