ლეჩო და ჭადი

კულინარია

25 იანვარი 14:00, 2015 წელი

იანვრის ტრადიციულად მძიმე კულინარიული დღეების შემდეგ ჩემი დღევანდელი შემოთავაზება, ვფიქრობ, გესიამოვნებათ.

ლეჩო


 


ლეჩოს საზამთროდ შესანახადაც ამზადებს ზოგიერთი დიასახლისი, მაგრამ მე ყოველთვის ყველაფერი ახალი მომზადებული მირჩევნია. ხშირად მიღიარებია  საზამთროდ მომზადებულის გემო და ხარისხი, მაგრამ, ამჯერად, ისევ ქორფას შემოგთავაზებთ.



შემადგენლობა:


1 კილოგრამი პამიდორი (თუ პომიდორი, დღემდე ვერ შევთანხმებივარ თავს, რომელი ფორმაა სწორი!)


300 გრამი მწვანე ბულგარული წიწაკა


50 გრამი ოხრახუში


სამი ს/კ (სუფრის კოვზი) ძმარი


ორი ს/კ შაქარი


ორი ს/კ ზეთი


მარილი გემოვნებით



პომიდორი გავრეცხოთ, გავატაროთ ხორცის მანქანაში, ავადუღოთ და მერე ცხრილში ჩავსრისოთ, რომ კანი გამოცალკევდეს.


ვუმატებთ შაქარს, ძმარსა და ზეთს და წამოდუღებულზე ვამატებთ  გრძლად დაჭრილ ბულგარულს, მოგვიანებით ოხრახუშსა და მარილს.


გააგრილებთ და, გნებავთ, ძირითადი კერძისთვის სოუსად გამოიყენებთ, გნებავთ – სტარტერად, ნებაც თქვენია და ფანტაზიაც.


გემრიელად მიირთვით.


 


შენიშვნები:


პომიდორი შეგიძლიათ დანით გაფცქვნათ, შეგიძლიათ მდუღარე გადაავლოთ და კანი იოლად მოსცილდება. ერთია, რომ შეეცადეთ, „პლასტმასის“ პომიდვრები არ შეიძინოთ, თუმცა, მოხარშული ისიც გემრიელია;


ზეთი მზესუმზირის, გირჩევთ „ბარაქას“, საოცრად უხდება, ან სიმინდის ზეთი;


სამომავლოდაც გაითვალისწინეთ, რომ ბულგარული წიწაკა დიდი თავქეიფა ვინმეა, თითქმის ყველა გემოს სჯაბნის და ფრთხილად, მეტი არ მოგივიდეთ, თუ უსაშველოდ არ გიყვართ და მის პრიმატს სიამოვნებით ეგუებით;


სიცხარე თქვენივე ულუფაზე დაიმატეთ, ანგარიშს ვუწევთ, რომ სხვაც მიირთმევს.


უგემრიელესია  გამომშრალი შავი  პურის პატარ-პატარა ნაჭრებთან და სხვადასხვანაირ ორცხობილასთან ერთად;


უხდება თხელი ჭადი;


 


 


ჭადი 


მინდა გითხრათ, რომ ჭადის გამოცხობასაც ცოდნა უნდა. მე გასწავლით, როგორ გამოაცხოთ გემრიელი ჭადები 15 წუთში.


შემადგენლობა:


9 სუფრის კოვზი სიმინდის (ჭადის) ფქვილი;


1 სუფრის კოვზი ხორბლის (პურის) ფქვილი;


მზესუმზირის ზეთი;


თბილი წყალი - ნახევარ ლიტრამდე.


 


ორივე სახეობის ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ერთმანეთში კარგად აურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა დაასხით ოდნავ თბილი წყალი და სუფრის კოვზის ზურგით საგულდაგულოდ ზილეთ, რათა ფქვილის კორკოშელები არ დაგრჩეთ. ბოლოს ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი და ცოტა ისევ ამოზილეთ.


გაცხელებულ ტაფაზე დაასხათ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, ზეთიც ცოტა გააცხელეთ. ზემოთ აღწერილი ცომისგან პატარა გუნდები გააკეთეთ, ხელშივე მიეცით მოგრძო ფორმა და ტაფაზე დააწყეთ. თავსახური დააფარეთ და 5-6 წუთი აცხეთ. შემდეგ გადმოაბრუნეთ და ასევე თავდახურულად კიდევ 6-7 წუთი აცხვეთ.


 


შენიშვნები:


ცხვება საშუალო ცეცხლზე - დაბალ ცეცხლზე ძალიან გამოგიშრებათ;


თითო ჭადის გუნდა გააკეთეთ 1 სავსე სუფრის კოვზი ცომისგან - კარგი ზომის ჭადი გამოგივათ;


ამ რაოდენობის ფქვილით და ასეთი ზომის გუნდებით 12-13 ჭადს გამოაცხობთ;


თუ ტაფაზე ეს რაოდენობა ერთ ჯერზე არ დაგეტიათ, მეორე პორციის დადებამდე აუცილებლად გამოცვალეთ ზეთი და თუ დაგეზარებათ, ცეცხლს ცოტა მაინც დაუწიეთ, თორემ ჭადები დაგეწვებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?