უგემრიელესი ჩაშუშული ,,სინაზით" - „Old House“-სგან

კულინარია

1 თებერვალი 10:00, 2015 წელი

დღეს FunTime-ს გადამღები ჯგუფი რესტორან „ძველი სახლის“ სტუმარია, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს #3-ში მდებარეობს. რესტორნის შეფ-მზარეული გოგა ყავლაშვილი 11 წელია, „ძველი სახლის“ კლიენტებისთვის ამზადებს, დღეს კი ორი სახეობის უგემრიელესი კერძის რეცეპტებს „ფანტაიმის“ მკითხველებს გაგიზიარებთ. რეცეპტები და ფოტოსლაიდი 18 ფოტო


ხბოს ჩაშუშული


შემადგენლობა:


ხბოს ხორცი - 1 კგ


ხახვი - დაახლოებით, 1 კგ


პომიდორი - დაახლოებით, 1 კგ


კარაქი - 200 გრ


აუცილებლად წითელი ფერის ბულგარული - 300-400 გრ


ტომატი - 3  სუფრის კოვზი


ნიორი - 6 კბილი


მწვანე წიწაკა - 4 ცალი


ქინძი - 300 გრ


ხორცის ნახარში, ბულიონი, ან ადუღებული წყალი.


 


მომზადების წესი:


კერძი მზადდება საშუალო ცეცხლზე. (წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული ბულიონი - ხორცის ნახარში, თუ ბულიონი არ გაქვთ, გამოიყენეთ ადუღებული წყალი).


მოზრდილ ქვაბში ვაგდებთ კარაქს და კუბიკებად დაჭრილ ხახვს, ვამატებთ პატარა ნაჭრებათ დაჭრილ ხორცს.


როცა ხორცი ნახევრად მოიშიშება  ვუმატებთ ტომატს და 2-3 წუთის შემდეგ კანგაცლილ პომიდორს (აქვე სულ ცოტაოდენ ბულიონს ან წყალს, რათა ხორცი მოიხარშოს).


წითელ ბულგარულს ვჭრით, ვაბლენდერებთ და ვასხამთ კერძში.


ეს ყველაფერი რომ მოითუშება და ვნახავთ, რომ ხორციც მოხარშულია, ჩავასხამთ იმდენ ბულიონს (ან ხორცის ნახარშს, ადუღებულ წყალს), როგორი სისქისაც გვინდა იყოს კერძი.


შემდეგ ვამატებთ ასევე დაბლენდერებულ ნიორს.


 დაჭრილი მწვანე წიწაკა უმჯობესია, მზადების პროცესში ჩავყაროთ.


ქვაბის გადმოდგმამდე 2-3- წუთით ადრე, კერძს ზემოდან ვაყრით დაჭრილ ქინძს,  მარილი კი, რა თქმა უნდა, გემოვნების მიხედვით.


 


შენიშვნები:


ხბოს ჩაშუშულის მომზადების ხანგრძლივობა ხორცის ხარისხზეა დამოკიდებული. ჩვენ, მაგალითად, ამ კერძს პატარა ხბოს ხორცისგან ვამზადებთ და ამას 1 საათი სჭირდება - იმ შემთხვევაში, როცა მთლიანად ქვაბში კეთდება, რაც შეეხება ერთ პორციას - მის მოსამზადებლად მხოლოდ 20-25 წუთია საჭირო.


საერთოდ, ქართული სუფრა არ არის პრეტენზიული, რადგან კერძები მრავალფეროვანია. სხვადასხვა კერძს სხვადასხვა ტიპის სასმელი უხდება, თუმცა ამ შემთხვევაში, ხბოს ჩაშუშულთან გირჩევთ, თეთრი ღვინო მიირთვათ, რომელიც ამ კერძისთვის ზედგამოჭრილია.


 


***


ეს სალათი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მოსამზადებლადაც მარტივი და ხელმისაწვდომია. და კიდევ, ძალიან ეგზოტიკურად გამოიყურება.


 


სალათი „სინაზე“ 


შემადგენლობა ერთი პორციისთვის:


მოხარშული ქათმის ფილე - 100 გრ


გახეხილი კიტრი - 100 გრ


მოხარშული კვერცხი, გახეხილი - 1 ც


არაჟანი - 70 გრ


მაიონეზი - 70 გრ


ნიგოზი - 20 გრ


ქლიავის ჩირი - 20 გრ


მზესუმზირის ზეთი - 20 გრ


შავი პილპილი - 5 გრ


 


მომზადების წესი:


მოხარშულ ქათმის ფილეს ხელით ვძენძავთ და ზემოდან ვასხამთ მზესუმზირის ზეთს.


შემდეგ ვაყრით გახეხილ კიტრს და კვერცხს.


ამას ემატება არაჟანი და მაიონეზი, შემდეგ კი - გახეხილი ნიგოზი.


ბოლოს კი - წვრილად დაჭრილი ქლიავის ჩირი და პილპილი.


მარილი გემოვნების მიხედვით.


იმ შემთხვევაში, თუ ქათმის ფილე და კვერცი უკვე მოხარშული გვაქვს, ამ სალათის მომზადებას, დაახლოებით, 7-10 წუთი სჭირდება. თუ არადა - 25-30 წუთამდე.


გემრიელად მიირთვით!...

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?