„გებჟალია“ სოხუმელი მზარეულისგან

კულინარია

8 თებერვალი 14:00, 2015 წელი

რესტორან „ძველი სახლის“ მზარეული, სოხუმელი ვალენტინა ჯაკონია დღეს მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი შედევრის მომზადებას გვასწავლის:

4 პერსონისთვის „გებჟალიას“ მოსამზადებლად საჭიროა:


 


სულგუნი - 500 გრ


რძე - 500 გრ


ნადუღი - 500 გრ


პიტნა - 50-60 გრ


მსხვილი მარილი - 1 ჩ/კ


ცოტა ბროწეულის მარცვლები


მომზადების წესი:


სულგუნს აუცილებლად კუბიკებად ვჭრით. საშუალო ცეცხლზე ვდგამთ სქელძირიან ქვაბს (თუჯის უმჯობესი იქნება) და ვასხამთ შიგნით რძეს (რძე ძალიან არ უნდა გაგვიცხელდეს). შეთბილებულ რძეში ვყრით დაჭრილ სულგუნს. შემდეგ ხელით ვზელთ სულგუნს რძეშივე მანამ, სანამ ყველის გუნდის ზედაპირი პრიალა არ გახდება. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. შემდეგ რძეში გამოყვანილი სულგუნის გუნდას ვდებთ ხის დაფაზე.  (რძიანი ქვაბი ისევ დაგვჭირდება, ამიტომ, უბრალოდ, ცეცხლიდან გადმოვდგამთ, რომ არ ჩაიწვას.) დაფაზე გუნდას ხელით ვაბრტყელებთ რაც შეიძლება თხლად.


პიტნას ვაყრით მარილს და ვნაყავთ რაც შეიძლება კარგად. დანაყული პიტნის ნახევარს სუფრის კოვზით კარგად ვუსვამთ დაფაზე გაბრტყელებულ სულგუნს და რულეტივით ვახვევთ. გადახვეულ პიტნიან სულგუნს ფრთხილად ვაჭრით გვერდებს და ცოტა ხნით ვდებთ ცივი წყლით სავსე თასში, რათა შეიკრას. შემდეგ ამოვიღებთ და თეფშზე ვათავსებთ.


ქვაბში დარჩენილი რძისგან ვაკეთებთ სოუზს „გებჟალიისთვის“:  


რძეში ჩავყრით ნადუღს და დარჩენილ პიტნას, შემდეგ კი სათქვეფით ვურევთ, სანამ მასა სოუსის სისქის არ გახდება. ამ პროცესს, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება. როდესაც სოუსი მზად გვექნება, ვაცდით გაციებას.


 ცალკე თეფშზე მოთავსებულ „გებჟალიას“ ვჭრით რამდენიმე ნაწილად და ზემოდან სოუსს ვასხამთ.


კერძის გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ პიტნის რამდენიმე ფოთოლი და ბროწეულის მარცვლები.


შენიშვნები:


ამ კერძის დამზადებას, დაახლოებით, ნახევარი საათი სჭირდება.


„გებჟალია“ ღომთან ერთად უნდა მივირთვათ, თუმცა ზეთში შემწვარ მჭადთანაც არაჩვეულებრივია.


გემრიელად მიირთვით!..

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?