დააგემოვნეთ „პრაღის გაზაფხული“

კულინარია

22 თებერვალი 14:00, 2015 წელი

სტეიკი სოუსით და სალათის გარნირით

რესტორან „მრავალჟამიერის“ შეფ-მზარეული ზაზა მჭედლიშვილი ექსკლუზიურად გთავაზობთ უგემრიელესი კერძის „პრაღის გაზაფხულის“ მომზადების წესს.


მასალა ერთი პორციისთვის:



ღორის ხორცი -300 გრ
ბულგარული წიწაკა - 200 გრ
პომიდორი - 200 გრ
კიტრი - 200 გრ
კვერცხი - 3 ცალი
ნიორი - 5 კბილი (დაბლენდერებული)
საფანელი - 200 გრ
სეზამის მარცვლები - 20 გრ
სალათის ფოთოლი „აისბერგი“ – 2-3 ფოთოლი
მაიონეზი - 100 გრ
მეგრული აჯიკა - 20 გრ
ნახევარი ლიმონი
მზესუმზირის ზეთი - 150 გრ
ფქვილი - 1 ს/კ
მაშარაფი (ბროწეულის წვენი) – 30-40 გრ
ოხრახუში - 30 გრ
ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით


 


მომზადების წესი:
ღორის ხორცს ვჭრით სამ თანაბარ ნაწილად და სამზარეულოს ჩაქუჩით ორივე მხრიდან კარგად ვბეგვავთ. შემდეგ ორივე მხრიდან ვაყრით მარილს, შავ პილპილს და ხელით ვუსვამთ ზედაპირებს, რომ ხორცი კარგად გაიჟღინთოს. მოზრდილ თასში ვყრით საფანელს და სეზამის მარცვლებს, შემდეგ ვიღებთ ცალკე თასს, უკვე კვერცხის და ფქვილის ასათქვეფად. დაბეგვილ სტეიკებს  ჯერ კვერცხისგან გაკეთებულ მასაში, შემდეგ კი საფანელში ვავლებთ და ვალაგებთ მოზრდილ თეფშზე. დაველოდებით 5 წუთი, რათა ყველაფერი ერთმანეთში კარგად გაჯდეს, შემდეგ კი ისევ თავიდან ვავლებთ სტეიკებს ისეთივე თანმიმდევრობით.


მოზრდილი ზომის ტაფას ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვასხამთ ზეთს, ცოტა ხანში ვდებთ სამივე სტეიკს და ორივე მხრიდან კარგად ვწვავთ (სტეიკების შეწვას, დაახლოებით, 10-12 წუთი დასჭირდება). შემწვარი სტეიკები 2-3- წუთით დავტოვოთ ტაფაზე თავდახურულ მდგომარეობაში, რათა ხორცი დაიორთქლოს და დარბილდეს, რაც მას უფრო გემრიელს გახდის.


სანამ სტეიკები შეიწვება, ვამზადებთ სოუსს:
მაიონეზს, აჯიკას, დაბლენდერებულ ნიორს, მარილს, შავ პილპილს, 30 გრ მაშარაფს თასში ვასხამთ და კოვზით კარგად ვურევთ, მიღებული სოუსი ყავისფერ შეფერილობის იქნება. შეგვიძლია, ცოტა ბროწეულის მარცვლებიც ჩავყაროთ.


სალათის გარნირი:
ბულგარულ წიწაკებს ვასუფთავებთ, საშუალო ზომის  ჩხირებად ვჭრით და მოზრდილ თასში ვყრით. შემდეგ პომიდორს ვაჭრით გვერდებს (მისი რბილობი არ დაგვჭირდება), ვჭრით პატარა ნაჭრებად და მასაც ვყრით თასში ბულგარულებთან ერთად. კიტრსაც ანალოგიურად (ოღონდ კანგაუცლელად) ვჭრით და ვყრით თასში. ოხრახუშს ვჭრით წვრილად და მასაც ვყრით თასში. ვამატებთ ცოტა მარილს, შავ პილპილს, ბალზამიკოს, ზეითუნის ზეთს, ზემოდან ვაწურავთ ნახევარ ლიმონს და კარგად ვურევთ. სალათის გარნირიც მზადაა.


დაბოლოს:
დიდი ზომის თეფშზე ვალაგებთ სალათის ფოთლებს „აისბერგს“ (მათ ჩაღრმავებული ფორმა აქვთ) და შიგნით ვაწყობთ სალათის გარნირს. გვერდით მივუწყობთ შემწვარ სტეიკებს და ზემოდან ვასხამთ უკვე გამზადებულ სოუსს. ასევე, გვერდით მივუწყობთ შემწვარ კარტოფილს და კერძიც მზადაა.


შენიშვნა:
 ამ კერძის მომზადებას დაახლოებით, 20-25 წუთი დასჭირდება.
კერძის ლამაზად გასაფორმებლად კი შეგიძლიათ, თქვენს ფანტაზიას მიმართოთ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პრაღის გაზაფხული“ მართლაც უგემრიელესია და მისი მირთმევა ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ!


გემრიელად მიირთვით!..

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.