რესტორან „თეთრი სახლის“ საფირმო ხაჭაპური

კულინარია

5 მარტი 10:00, 2015 წელი

იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, სვანური, რაჭული, ფენოვანი და ხევსურული – ხაჭაპურს საქართველოს ყველა კუთხეში თავისებურად აცხობენ. ჩვენ დღეს კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ ექსკლუზიურად „თეთრი სახლის“ გამოცდილი მზარეულისგან, ლია ქისტაურისგან.

ექვსნაჭრიანი ხაჭაპურისთვის საჭიროა:
500 გრ. თეთრი პურის ფქვილი;
1 ჩაის კოვზი საფუარი;
400 გრამი გახეხილი იმერული ყველი;
1 მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის ცილა;
6 ნაჭერი ნაკლებად მარილიანი,  რბილი სულგუნი.


მომზადების წესი:
საშუალო ზომის ჯამში ვყრით პურის ფქვილს. მეორე ჯამში ჩავასხამთ, დაახლოებით, ერთ ჭიქა თბილ წყალს და გავხსნით საფუარს. საფუარიან წყალს  დავასხამთ ფქვილზე, თუ საჭიროებს, წყალს დავამატებთ. მოვზელთ რბილ ცომს. 15-20 წუთით დავდგამთ თბილ ადგილას და ხაჭაპურის ცომი მზადაა.

სასურველია, რომ უკვე ამოსული ცომი ზეთში დასველებული ხელით ჩავზილოთ, რადგან ცომი უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვიდეს.
ცომის ამოსვლამდე, სახეხზე გავხეხოთ ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი, დავამატოთ ერთი კვერცხის ცილა, კარგად ავურიოთ და გავაკეთოთ ყველის გუნდა.  
ამოსული ცომი ჯამიდან ფიცარზე გადმოვიღოთ,ზედ დავდოთ ყველის გულსართი და მოვახვიოთ. ხელის მოძრაობით ყველი ხაჭაპურში თანაბრად გადავანაწილოთ და გავაბრტყელოთ.
ამის შემდეგ, მომცრო ზომის ჯამში მოვამზადოთ ხაჭაპურის თავზე გადასასმელი განსაკუთრებული ნაზავი, რომელიც ჩვენს ხაჭაპურს განუმეორებელ გემოსა და ჰაეროვნებას შემატებს:
1 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მაიონეზი, ისევ ავთქვიფოთ და დავამატოთ 100 გრამი გახეხილი ყველი.
გამზადებული ნაზავი თავზე გადავუსვათ გაბრტყელებულ ხაჭაპურს და ზედ ლამაზად მოვალაგოთ თხლად დაჭრილი სულგუნის ნაჭრები.
გაცხელებულ ღუმელში შედგმიდან, დაახლოებით, 10 წუთში ჩვენი საფირმო ხაჭაპური მზადაა.


შენიშვნა:
სულგუნის ნაჭერი იმდენი დაგჭირდებათ, რამდენნაჭრიან ხაჭაპურსაც აცხობთ.

ძალიან რომ არ გაიშალოს, სულგუნი ხაჭაპურზე მოწყობის წინ პურის ფქვილში უნდა ამოავლოთ.
ხაჭაპურის მომზადებას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდება.


გემრიელად მიირთვით!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?