სამარხვო „ვეჯი-ბუსტაფი“ - უგემრიელესი კატლეტი სოკოთი ექსკლუზიურად „მრავალჟამიერისგან“

კულინარია

8 მარტი 10:00, 2015 წელი

რესტორან “მრავალჟამიერის“ შეფ-მზარეული ზაზა მჭედლიშვილი წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ სამარხვო კერძს, სახელწოდებით „ვეჯი-ბუსტაფი“:

მასალა ერთი ულუფისთვის:
მოხარშული ბრინჯი - 250 გრ
ქამა სოკო - 150 გრ
სტაფილო - 50 გრ
წითელი ბულგალური წიწაკა - 120 გრ
თეთრი ხახვი - 100 გრ
ფქვილი - 12-13 ს/კ
სალათის ფოთლები - 4-5- ცალი
ნიორი - 3 კბილი
საფანელი (შეგვიძლია მასში სეზამის მარცვლებიც ჩავყაროთ)
შაქარი - ნახევარი ჩ/კ
ძმარი - 20 გრ
მზესუნზირის ზეთი - 100 გრ
სოიოს სოუსი - 100 გრ
ზეითუნის ზეთი - 10 გრ
ქინძი, ოხრახუში - 10-10 გრ
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით.


 


მომზადების წესი:


კატლეტები ბრინჯისგან:
ბრინჯი ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ.
ხახვი - წვრილად, ქამა სოკო კი ჩვეულებრივ თხელ ნაჭრებად დავჭრათ.
შემდეგ, 50 გრ ბულგარულ წიწაკას და მთლიან სტაფილოს ვჭრით პატარა კუბიკებად და 50 გრამ დაჭრილი ხახვთან ერთად ვთუშავთ საშუალო ცეცხლზე შემოდგმულ ზეთმოსხმულ ტაფაზე. მოთუშვამდე ცოტა ხნით ადრე ვაყრით, დაახლოებით, 10 სუფრის კოვზ ფქვილს და სულ ვურევთ, რომ არ მიიწვას. ვუმატებთ ცოტა მარილს, პილპილს, 20 გრ სოიოს ზეთს, ცოტა უცხო სუნელს და ხმელ ქინძს. ცოტა ხანი კიდევ ვურევთ.
მოთუშვის შემდეგ აღნიშნული მასალა მოზრდილ თასში გადმოგვაქვს და ვაციებთ.


მოთუშული სოკო:
ზეთდასხმულ ტაფაზე ვყრით დაჭრილ ქამა სოკოს, 2 სუფრის კოვზ ხახვს, მარილს, პილპილს და 7-8 წუთი ვთუშავთ.
ამასობაში წვრილად ვჭრით ქინძს, ოხრახუშს, ნიორს.
 ამ ყველაფერს ვაყრით მოთუშულ სოკოზე და ვურევთ 1 წუთის განმავლობაში.
 შემდეგ თეფშზე გადმოგვაქვს და ვაციებთ.
გაციებულ სოკოს სალათის ფოთლებში ვახვევთ და მოზრდილ თეფშზე ვალაგებთ.


კატლეტის გაციებულ მასალას ვაყრით 2-3 სურის კოვზ ფქვილს (არასამარხვო დღეებში შეგიძლიათ, კვერცხიც გაუკეთოთ) და კარგად ვურევთ, რათა შეიკრას.
ამ მასისგან ვაკეთებთ პატარა გუნდებს, ვავლებთ საფანელში, ვდებთ ზეთდასხმულ ტაფაზე  და ორივე მხრიდან კარგად ვწვავთ.
შემწვარ კატლეტებს სალათის ფოთოლში გახვეული სოკოს გვერდით ვაწყობთ.

სოუსი:
წვრილად ვჭრით დარჩენილ ბულგარულ წიწაკას, ვყრით ბლენდერში, ვასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს, მარილს, შაქარს, ძმარს და ვაბლენდერებთ.
გამზადებულ სოუსს შემწვარ კატლეტებს და სალათის ფოთლებში გახვეულ სოკოს ზემოდან ვასხამთ.


შენიშვნა:
კერძის მომზადებას დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება.
კერძის გასაფორმებლად შეგიძლიათ, თქვენს ფანტაზიას მიმართოთ.




გემრიელად მიირთვით!..


 

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?