„ბომარტი“ ისპანახის სოუსით - ბოსტნეულის სამარხვო კერძი

კულინარია

19 მარტი 10:00, 2015 წელი

უმარტივესი და ძალიან გემრიელი სამარხვო კერძის მომზადების წესი ექსკლუზიურად რესტორან „მრავალჟამიერის“ შეფ-მზარეულ ზაზა მჭედლიშვილისგან.

ერთი ულუფა (4 პერსონაზე)


სტაფილო - 250 გრ
წითელი ბულგარული წიწაკა - 150 გრ
ისპანახი - 300 გრ
ნიორი - 50 გრ
ხახვი - 100 გრ
ტომატ-პასტა - 50 გრ
ქინძი, ოხრახუში - 50-50 გრ
შაქარი - 30 გრ
ძმარი - 10 გრ
ზეთი - 50 გრ


სუნელები: გამხმარი რეჰანი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაფქვილი შავი პილპილი, დაფქვილ წითელი წიწაკა. მარილი გემოვნებით.


მომზადების წესი:
ისპანახს და სტაფილოს ცალ-ცალკე ვხარშავთ, ისე რომ ძალიან არ ჩაიხარშოს.
ხახვს და მწვანილს ცალ-ცალკე წვრილად ვჭრით, მოხარშულ ისპანახს კი - ჩვეულებრივად. ტაფაზე ვასხამთ ცოტა ზეთს, ვყრით დაჭრილი ხახვის ნახევარს და ვწვავთ მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ ვაყრით დაჭრილი ისპანახის ნახევარზე მეტს და 10 წუთის განმავლობაში ვთუშავთ (ისპანახის მცირე ნაწილი შემდგომ სოუსის მოსამზადებლად დაგვჭირდება).
მოთუშვის პროცესში ვაყრით ცოტა მარილს, შავ პილპილს. ნიორს ვჭრით წვრილად, შემდეგ კი მის ნახევარს, დაჭრილი მწვანილის ნაწილთან ერთად, ვყრით ტაფაში და ამ ყველაფერს კიდევ 2 წუთს ვთუშავთ. კერძის ეს ნაწილი მზადაა და მოზრდილ თეფშზე გადმოგვაქვს.


ქვაბში ვასხამთ წყალს, ვადუღებთ, ვყრით 30 გრ შაქარს, ვასხამთ ცოტა ზეთს და ძმარს. შემდეგ მასში ვყრით წითელ ბულგარულებს 3-4  წუთით, რათა ცოტა შერბილდეს. დარბილებულ ბულგარულებს თითოეულს შუაზე ვჭრით (ნახარშს ნუ გადაასხამთ, დაგჭირდებათ).


სტაფილოს ვჭრით კუბიკებად, ხახვის დარჩენილ ნაწილს ვყრით ზეთმოსხმულ ტაფაზე და სტაფილოსთან ერთად 10 წუთი ვთუშავთ. პროცესში ვაყრით დარჩენილ ნიორს, ცოტა პილპილს, დაფქვილ რეჰანს, დაფქვილ წიწაკას, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, ტომატ-პასტას, დარჩენილი მწვანილის ნაწილს და მარილს. მოთუშულ სტაფილოს ვიღებთ ცალკე თეფშზე, შუაზე გაჭრილი ბულგარული წიწაკების თითოეულ ნაწილში კოვზით ვალაგებთ და თეფშზე დადებულ ისპანახს ვულაგებთ გვერდით.


სოუსი:
დარჩენილ მწვანილს და ისპანახს ვყრით ბლენდერში, ვასხამთ, დაახლოებით, 50 გრ ბულგარულის ნახარშს, ცოტა მარილს და ვაბლენდერებთ. სოუსიც მზადაა.


შენიშვნა:
კერძის მომზადებას, დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდება.
კერძი ყველა ეტაპზე საშუალო ცეცხლზე უნდა გავაკეთოთ.
მოზრდილ თეფშზე მისი დალაგებისას შეგიძლიათ, ფანტაზიას მიმართოთ.
„ბომარტის“ მომზადება, დაახლოებით, 4.80 ლარი დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!..

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...