მიდიის ჩაშუშული - უგემრიელესი კერძი 15 წუთში

კულინარია

26 მარტი 10:00, 2015 წელი

მიდიებისგან ძალიან მარტივად მოსამზადებელი და უგემრიელესი ჩაშუშულის რეცეპტს რესტორან „შატროს“ მზარეული დათო გიორგბერიძე გვასწავლის:

მასალა ორი ულუფისთვის:


გასუფთავებული მიდიები - 500 გრ
ხახვი - 200 გრ
საშუალო ზომის პომიდორი - 3 ცალი
ტომატ-პასტა - 3 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
სოიოს სოუსი - 1 ჩ/კ
მზესუმზირის ზეთი
მჟავე კიტრის ნახევარი
მწვანილი - ქინძი, ტარხუნა, კამა.
სუნელები: დაფქვილი თეთრი პილპილი, უცხო სუნელი, დაფქვილი წითელი წიწაკა, პაპრიკა (ტკბილი წიწაკა), მარილი - გემოვნებით.




მომზადების წესი:

ღრმა ტაფას ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვასხამთ ზეთს და ვყრით მიდიებს.
ხახვს ვჭრით წვრილად, 2 წუთის შემდეგ ვყრით ტაფაში მიდიებთან და კარგად ვურევთ.
შემდეგ ვამატებთ 3 ს/კ ტომატ-პასტას.
პომიდორს ვაცლით კანს, წვრილ კუბიკებად ვჭრით და ტაფაში ვყრით.
გემოვნების მიხედვით ვამატებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სუნელს.
ნიორს ვჭრით წვრილად, მჟავე კიტრს კი კუბიკებად და ორივეს ვყრით ტაფაში.
ვამატებთ წყალს ისე, რომ მიდიები ოდნავ დაიფაროს და კარგად ვურევთ.
ვასხამთ ცოტა სოიოს სოუსს და ვამატებთ მარილს გემოვნებით.
კერძის მომზადებამდე ერთი წუთით ადრე ვამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილებს.


შენიშვნა:
კერძის მომზადებას დაახლოებით, 15 წუთი დასჭირდება.
მიდიის ჩაშუშულს ძალიან უხდება თეთრი ღვინო.
ამ კერძის მომზადება, დაახლოებით, 11.30 ლარი დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!..

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?