ქათმის ფილე ბეკონით, ყველით და სალათის გარნირით

კულინარია

12 აპრილი 12:00, 2015 წელი

ეს კერძი უგემრიელესია, მართლაც რომ თითებს ჩაიკვნეტთ, თუმცა საკმაოდ მარტივად მზადდება. რეცეპტს რესტორან „შატროს“ მზარეული დათო გიორგბერიძე გვასწავლის.

მასალა ერთი პერსონისთვის:
ქათმის ფილე - 200 (2 ცალი)
ყველი (უმჯობესია ევროპული) – 50 გრ
ბეკონი - 50 გრ (2 ნაჭერი)
ტოსტის პური - 2 ნაჭერი
პომიდორი - 100 გრ
სალათის ფოთოლი - 100 გრ
ცოტა ზეთი, სოიოს სოუსი, მშრალი ნიორი, თეთრი პილპილი, ცოტა მწვანე ხახვი, ტარხუნა და მარილი - გემოვნებით.


მარინადისთვის:
ზეითუნის ზეთი, დაფქული თეთრი წიწაკა, ნიორი, ორეგანო (თავშავა) - თვალის ზომით და გემოვნებით.


მომზადების წესი:
ქათმის ფილეებს ვჭრით შუაში, ისე რომ ჯიბესავით გამოგვივიდეს.
ყველს ვჭრით იმ ზომის ნაჭრებად, რომ ფილეს ჯიბეში ჩაეტიოს.
ბეკონის თხელ ნაჭრებში ვახვევთ ყველს, შემდეგ ორივე ქათმის ფილეში ვყრით მარილს, ცოტა წიწაკას, დაფქვილ ნიორს და შიგნით ვათავსებთ  ყველიან ბეკონებს.
ტაფას მაღალ ცეცხლზე კარგად ვაცხელებთ, ვასხამთ ცოტა ზეთს, ფილეებს ორივე მხრიდან გემოვნებით ვაყრით ცოტა მარილს, წიწაკას და ვდებთ ტაფაზე.
ერთი წუთის შემდეგ ვაბრუნებთ ფილეს და ზემოდან ვუსვამთ მარინადს.
ასევე ვიქცევით ფილეს მეორედ გადატრიალების დროსაც.
ამის შემდგომ დაბალ ცეცხლზე პერიოდულად ვაბრუნებთ ფილეებს, სანამ კარგად არ შეიწვება, რასაც, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება.
ფილეებს  შეწვამდე ორიოდე წუთით ადრე გვერდით ვულაგებთ ტოსტის პურებს, რომლებიც წინასწარ  სამკუთხედებად გვაქვს დაჭრილი და ერთად ვწვავთ.

გარნირისთვის ვაკეთებთ მარტივ სალათას:
პომიდორს ვჭრით კუბიკებად, ტარხუნას და მწვანე ხახვს - წვრილად, სალათის ფოთლებს კი - ჩვეულებრივად, ყველაფერს ვათავსებთ თასში, ვასხამთ სოიოს სოუსს, ცოტა ზეთს, მარილს. თუ მოგვრჩა ყველი, მასაც წვრილად ვჭრით და ვამატებთ სალათში.
შემწვარ ქათმის ფილეს გვერდით ვუწყობთ ტოსტის შემწვარ პურებს, სალათს და კერძიც მზადაა.


შენიშვნა:
კერძის მომზადებას დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდება.
სასურველია, გრილის ტაფაზე მოამზადოთ.
ამ კერძის მომზადება, დაახლოებით, 6.30 ლარი დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!..

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?