უგემრიელესი სოკოს კრემ-სუფი 8 წუთში.

კულინარია

23 აპრილი 10:00, 2015 წელი

აღდგომის სადღესასწაულო კერძების შემდეგ ამ სუფს დიდი სიამოვნებით მიირთმევთ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, რეცეპტს კი ლაუნჯ „მაფიას“ (ყაზბეგის N2) მზარეული მარია ღუღუნიშვილი გვასწავლის.

მასალა ერთი პორციისთვის:
ქამა სოკო - 100 გრ
ნაღები - 100 გრ
ხახვი - 70 გრ
კამა - 10 გრ
ცოტა ზეთი, წყალი, პილპილი, დაფქული ნიორი, მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
სოკოს და ხახვს ვჭრით მსხვილად, ღრმა ტაფაში ვყრით, ვასხამთ ცოტა ზეთს და მაღალ ცეცხლზე ვთუშავთ - დაახლოებით, 5 წუთი.
თუშვის პროცესში ვამატებთ ნახევარ ჭიქა წყალს და კარგად ვურევთ.
შემდეგ ყველაფერს ერთად ვასხამთ ბლენდერში, ვაბლენდერებთ და ათქვეფილ მასას ისევ იმავე ტაფაზე ვათავსებთ.
მასში ვასხამთ ნაღებს, გემოვნებით ვაყრით დაფქულ ნიორს, პილპილს, მარილს და კარგად ვურევთ.
როცა  წამოდუღდება (ამას, დაახლოებით, 1 წუთი დასჭირდება), ვასხამთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვაყრით წვრილად დაჭრილ კამას. კერძი მზადაა.


შენიშვნა:
სოკოს კრემ-სუფის მომზადებას, დაახლოებით, 8 წუთი დასჭირდება.
შეგიძლიათ, მიირთვათ პურის ორცხობილასთან ერთად.
ერთი პორციის მომზადება, დაახლოებით, 3.20 ლ დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!...


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?