ხბოს გულ-ღვიძლის ჩაშუშული 25 წუთში

კულინარია

30 აპრილი 10:00, 2015 წელი

გსურთ, ეს უგემრიელესი კერძი სახლში მარტივად მოამზადოთ. მაშინ იხელმძღვანელეთ რესტორან „შატროს“ მზარეულის დათო გიორგბერიძის ექსკლუზიური რეცეპტით.

მასალა ორი ულუფისთვის:


ხბოს გულ-ღვიძლი – 500 გრ
ხახვი – 500 გრ
ნიორი – 5 კბილი
ზეთი – 100 გრ
ქინძი – 100 გრ
დაფქული წითელი წიწაკა, ქონდარი, მარილი – გემოვნებით.


მომზადების წესი:
მაღალ ცეცხლზე ვდგამთ ჩაღრმავებულ ტაფას და ვასხამთ ზეთს.
ხბოს გულ-ღვიძლს ვჭრით კუბიკებად, ვყრით ტაფაში და ვურევთ.
ხახვს ვჭრით ალყა-ალყა, რამდენიმე წუთში ვყრით გულ-ღვიძლთან ერთად ტაფაში, კარგად ვურევთ და უკვე დაბალ ცეცხლზე ვწვავთ (გულ-ღვიძლის შეწვას,  დაახლოებით, 15 წუთი დასჭირდება).
 როდესაც ხახვი ოქროსფერს მიიღებს, ვამატებთ გატარებულ ნიორს, დაფქულ წიწაკას, ქონდარს და კარგად ვურევთ.
ორიოდ წუთში ვამატებთ ცოტა მარილს გემოვნებით, წვრილად დაჭრილ მწვანილს და ერთ წუთში კერძი მზადაა.


შენიშვნა:
კერძის მომზადებას მთლიანობაში, დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდება.
სურვილისა და გემოვნების მიხედვით, მომზადების ბოლო ეტაპზე კერძში შეგვიძლია ჩავამატოთ მწვანე ტყემალი და თეთრი ღვინო ერთად ან ცალ-ცალკე.
აღნიშნული კერძისთვის ინგრედიენტების შეძენა, დაახლოებით, 4.80 ლარი დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!..


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?