უნივერსალური ფენოვანი ცომი

კულინარია

21 ივნისი 12:00, 2015 წელი

ამ ცომისგან შეგიძლიათ, დაამზადოთ როგორც „ნაპოლეონი“, „ტრუბოჩკები“ თუ ფენოვანი „ენები“, ასევე უგემრიელესი ფენოვანი ხაჭაპური და ლობიანი.

ფენოვანი ცომის ინგრედიენტები:
750 გრამი ცივი წყალი
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
მეოთხედი ჭიქა ზეთი
მეოთხედი ჭიქა  სპირტი ან არაყი
მეოთხედი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა
დაახლოებით, ერთი კილო ფქვილი
500 გრამი მარგარინი „უსტამი“ ან „დილა“



ცომის მომზადება:
ცივ წყალს დავუმატოთ მარილი, ზეთი, სპირტი (ან არაყი) და ლიმონმჟავა.
ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ საშუალოზე მაგარი ცომი გამოვიდეს.
ცომი და მარგარინი გავყოთ ორ ნაწილად.
ცომის თითო ნახევარს დავადოთ მარგარინის თითო ნახევარი, კონვერტისებურად გადავკეცოთ და გავაბრტყელოთ.
ასე (ოღონდ მარგარინის გარეშე) გავიმეოროთ სამჯერ და 20 წუთით შევდგათ მაცივარში, ოღონდ არა საყინულე კამერაში.
მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი ისევ გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად.
ამ ცომისგან შესაძლებელია, ყველასთვის საყვარელი ნაპოლეონის, კრემიანი მილაკების (ეწ. ტრუბოჩკების), ნამცხვარი „ენის“ ან ფენოვანი ხაჭაპურის გაკეთება.



შენიშვნა:
თუ ფენოვანი ცომისგან მთლიანი „ნაპოლეონის“ ან „ნაპოლეონის“ ნაჭრების გაკეთებას აპირებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ცომი თავიდან მაღალ ტემპერატურაზე ცხვება.
როგორც კი ფენები ამოფუშფუშდება, ტემპერატურას ნელ-ნელა უნდა დაუკლოთ და ნამცხვარს გამოშუშება აცადოთ. გაციებულ ფენებს წაუსვით მოხარშული კრემი, ხოლო „ენების“ შემთხვევაში, უბრალოდ, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.


 
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.