ელარჯი - მეგრული სუფრის სიამაყე

კულინარია

25 ივნისი 10:00, 2015 წელი

გაგისინჯავთ ელარჯი? ის ბევრისთვის საყვარელი კერძია, თუმცა მისი მომზადება ყველამ არ იცის. გადახედეთ ამ რეცეპტს და დარწმუნდით, რომ ელარჯი საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.

 

ელარჯი რესტორან „შატროს“  მზარეულ დავით გიორგბერიძისგან. 

მასალა 4 ულუფისთვის:
200 გრ. ღერღილი
600 გრ. სულგუნი
მჭადის ფქვილი (ან მანანის ბურღული) - თვალის ზომით
საჭიროების შემთხვევაში, მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ ღერღილს  დაასხით  იმ რაოდენობის წყალი, რომ  მასა კარგად დაიფაროს.
თავიდან დაადგით ოდნავ მაღალ ცეცხლზე და სახურავი დააფარეთ. 
თუკი ხარშვისას წყალი ჩაშრება, შეგიძლიათ, ცივი წყალი დაამატოთ.
როგორც კი ღომი ჩაშრობას დაიწყებს, ცეცხლს ოდნავ დაუკელით და კერძის მომზადება ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ. თუკი ქვაბიდან წყალი გადმოდის, თავსახური ოდნავ გადახადეთ.
ხშირად დახედეთ და  ჩოგნით ურიეთ.  
კარგად მოხარშვის შემდეგ ჩაყარეთ მჭადის ფქვილი, თვალის ზომით, ისე, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.
თუკი მჭადის ფქვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ,  მანანის ბურღული დაამატოთ - ამ შემთხვევაში ღომი უფრო ფაფუკი გამოგივათ.
კარგად აზილეთ ჩოგნით და, დაახლოებით, 10  წუთის შემდეგ დაამატეთ გრძლად დაჭრილი სულგუნი.
პერიოდულად ისევ ჩაზილეთ და ეცადეთ, ყველი გაუხსნელი არ დარჩეს.
თუკი ჩოგნით ამოწეული მასა წელვადია და  არ წყდება, ესე იგი, ელარჯი მზადაა.

შენიშვნა:
ელარჯის მომზადებას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდება;
შეგიძლიათ, ელარჯი მეგრული ან სვანური სულგუნით დაამზადოთ.
თუკი ყველი უმარილოა, ღომში ყველის ჩამატების შემდეგ ოდნავ მარილი დაამატეთ.
ელარჯის თეფშზე მარტივად ამოსაგებად ჩოგანი თითოეულ ჯერზე ცივი წყლით დაასველეთ.
4 ულუფა ელარჯის მომზადება, დაახლოებით,  6 ლარი დაგიჯდებათ.

გემრიელად მიირთვით!



 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?