თეთრი და შავი შოკოლადის კომბინაცია შოკოლადის ტორტში

კულინარია

28 ივნისი 10:00, 2015 წელი

ზაფხულის ცხელ დღეებში არაფერია კარგად ჩაციებული შოკოლადის ტორტზე გემრიელი. განსაკუთრებით, თუ ეს ტორტი თავისუფლების მოედნის #4-ში მდებარე საკონდიტრო „lik @ nik“-ას კონდიტერის, დოდო ებანოიძის მიერ მოწოდებული ექსკლუზიური რეცეპტითაა შექმნილი. მაშ ასე:

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:


10 კვერცხი
10 სუფრის კოვზი შაქარი
10 სუფრის კოვზი ფქვილი
15 გრამი კაკაო.


კვერცხების ცილა და გული გააცალკევეთ და ცილა კარგად ათქვიფეთ.
სქელი ღრუბელივით რომ გახდება, დააყარეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.  
როცა ბეზე კარგად ამოვა, ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
შემდეგ პატარა საცრის დახმარებით დააცერით ერთმანეთში არეული კაკაო და ფქვილი და ხის კოვზით ფაქიზად მოურიეთ. ბისკვიტის ცომი მზადაა და შეგიძლიათ, ცხიმწასმულ ყალიბში გადაიტანოთ.
გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე.


ინგრედიენტები კრემისთვის:


1 ლიტრი რძე
300 გრამი შაქარი
250 გრამი ფქვილი
200 გრამი კარაქი
1 ქილა მოხარშული „სგუშონი“.


რძე აადუღეთ.
ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი და ფქვილი.
ჩაყარეთ ადუღებულ რძეში და ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში, მიქსერის დახმარებით, წამოდუღებამდე თქვიფეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ.
ნელ-ნელა შეურიეთ ცალკე ათქვეფილი კარაქი და მოხარშული „სგუშონი“.



ინგრედიენტები დასანამი სიროფისთვის:


1 ჭიქა წყალი
ნახევარი ჭიქა შაქარი
1 სუფრის კოვზი კონიაკი

შაქარი და წყალი წამოადუღეთ და გაციებულს  კონიაკი დაუმატეთ.


ინგრედიენტები შოკოლადის მინანქრისთვის:

100 გრამი წყალი
200 გრამი შოკოლადი
1 სუფრის კოვზი შესქელებული რძე
1 სუფრის კოვზი ზეთი


წყალი აადუღეთ და ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადის ფილა. 
შოკოლადი რომ გადნება, მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 
ცოტა რომ გაგრილდება, დაამატეთ შესქელებული რძე, ზეთი და ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ.


ტორტის გამზადება:


გამომცხვარი ტორტი გაჭერით ოთხ ფენად.
თითოეული ფენა დანამეთ, წაუსვით კრემი და თავზე მოასხით უკვე გაგრილებული შოკოლადის მინანქარი.
მოსართავად აიღეთ თეთრი ფერის რბილი შოკოლადი (სუპერმარკეტებში იყიდება), დაჭერით თხელ ფენებად, დაგრიხეთ და ტორტს თავზე მოალაგეთ.
გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში გააცივეთ და შემდეგ გემრიელად მიირთვით.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?