მსუბუქი საზაფხულო ტორტი ცოცხალი მარწყვით

კულინარია

12 ივლისი 10:00, 2015 წელი

ეს არის უგემრიელესი და მსუბუქი ტორტი უკრემოდ - მხოლოდ ბისკვიტით, დაშაქრული მარწყვით და ჟელეთი.


ზაფხულის ეს მსუბუქი ნეტარება მარტივად მოსამზადებელია და გათვალისწინებულია 10 პერსონისთვის.

კარაქი - 75 გრ
შაქარი - 75 გრ
ფქვილი - 125 გრ
კვერცხი - 2 ცალი
ვანილი - 2 პაკეტი
გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ. (იყიდება სუპერმარკეტებში. როგორც წესი, აწერია baking powder. სოდისგან განსხვავებით, არ სჭირდება ძმრის დამატება და ბისკვიტს მომწარო გემოს არ აძლევს. თანაც, გარანტირებულად და ძალიან კარგად ამოყავს ცომი, თუ დოზა არ დააკელით.)
მარილი - ერთი მწიკვი
მარწყვი - 750 გრ
ნაღების გამასქელებელი ფხვნილი - 10 გრ (იყიდება მარკეტებში)
შაქარი მარწყვზე მოსაყრელად - 2 ს.კ.
წითელი ფერის ჟელე ტორტისთვის - 10 გრამი


მომზადება:
1. კარგად ათქვიფეთ გამდნარი კარაქი და შაქარი ფუმფულა მასის მიღებამდე.
სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხი და ისევ თქვიფეთ.

2. ფქვილი, მარილთან და გამაფხვიერებელთან ერთად კარგად გაცერით და აკურატულად ჩაამატეთ ათქვეფილ კარაქს და შაქარს.
ცოტა ხანს კიდევ გააგრძელეთ თქვეფა. ვანილიც არ დაგავიწყდეთ.

3. მიღებული მასა ჩაასხით ტორტის ფორმაში, რომელსაც წინასწარ კარაგს მოუსმევთ.
ცომი ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით 20-25 წუთით.

4. გარჩეულ და გარეცხილ მარწყვს დააყარეთ შაქარი და ცოტა ხანს გაჩერეთ, სანამ წვენს გაიკეთებს.



5. ღუმელიდან გამოღებულ, გამომცხვარ ბისკვიტს მოაყარეთ ნაღების გამასქელებელი ფხვნილი
(ამ ფხვნილის წყალობით ბისკვიტი აღარ გაიჟღინთება სველი მარწყვით, რომელიც ზედ უნდა დააწყოთ).

6. დაშაქრული მარწყვიდან ზედმეტი წვენი გადაასხით და ამის შემდეგ მარწყვი ბისკვიტზე მოალაგეთ.

7. წითელი ფერის ჟელე ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ და ბისკვიტზე დაწყობილ მარწყვს მოასხით.

8. გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?