„იდეალი“ ნიგვზითა და კარამელით - ტორტი იდეალური გემოვნების ადამიანებისთვის

კულინარია

19 ივლისი 10:00, 2015 წელი

ექსკლუზიური რეცეპტი „FunTime“-ის მკითხველებისთვის.


კაფე „იდეალის“ უგემრიელესი საფირმო ტორტის რეცეპტს გამოცდილი კონდიტერი ნონა კალანდაძე გაგვიმხელს.
ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

ინგრედიენტები ცომისთვის:
5-6 კვერცხი
2,5 ჭიქა შაქარი
200 გრამი კარაქი ან მარგარინი
3-4 სუფრის კოვზი ნატურალუტრი თაფლი
ნახევარი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი
ფქვილი 3-დან 4 ჭიქამდე
ჩაის კოვზი სოდა ძმრით.


საშუალო ზომის ჯამში ჩაახალეთ კვერცხები, დააყარეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
ამის შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი ან მარგარინი და ისევ კარგად თქვიფეთ.
ახლა კი უკვე თაფლის დროა - დაიმახსოვრეთ, რომ ნატურალური თაფლის დამატების შემთხვევაში, ტორტში სოდის გემო არ იგრძნობა, ამიტომ ეცადეთ, თაფლი ნატურალური იყოს.
თაფლის შემდეგ ცომს დაუმატეთ გატარებული ნიგოზი, სოდა ძმრით და იმდენი ფქვილი (დაახლოებით, სამიდან ოთხ ჭიქამდე), რომ თხელი ცომი მივიღოთ.
გამზადებული ცომი უნდა გააჩეროთ 15-20 წუთი და ტორტის ფენების ცხობას შეუდექით.
ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ ცომის მესამედი და საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 150 გრადუსზე გამოაცხვეთ.
მეორე და მესამე ფენებიც იმავე წესით ცხვება.



კრემის ინგრედიენტები:
300-400 გრამი კარაქი
600-700 გრამი მოხარშული შესქელებული რძე
ცოტა  ვანილი.


კარაქი კარგად ათქვიფეთ.
დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ცოტა ვანილი.
კრემი რომ უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვიდეს, ორი სუფრის კოვზი რძიანი ფაფის დამატებაც მოგიწევთ.
რძიანი ფაფის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი ერთმანეთში აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ 1 ჭიქა თბილი რძე და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, კარგად გააციეთ და პირველ კრემს შეათქვიფეთ.  



ტორტის მომზადება:
ტორტის პირველ ფენას წაუსვით კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და თავზე მეორე ფენა დაადეთ.
იგივე გაიმეორეთ მეორე და მესამე ფენების შემთხვევაშიც.
თანაბარი რაოდენობით მოხარშული და მოუხარშავი შესქელებული რძე ერთმანეთში კარგად აურიეთ და ტორტს თავზე წაუსვით.
„იდეალმა“ დასრულებული სახე რომ მიიღოს, ზემოდან დაჭრილი ნიგოზი მოაყარეთ და კარამელი მოასხით. კარამელის ყიდვა შესაძლებელია ყველა საკონდიტრო მაღაზიაში.



შენიშვნა:
ინგრედიენტებში 100 გრამით მეტ-ნაკლებობა იმის მანიშნებელია, რომ მცხობელს შეუძლია, ფქვილის, შესქელებული რძისა თუ კარაქის რაოდენობა საკუთარი გემოვნებით განსაზღვროს.
გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.

გემრიელად მიირთვით!


მიცკევჩის N29 მდებარე კაფე „იდეალის“ ტორტები და ნამცხვრები შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?