საზაფხულო ტოლმა განსხვავებული რეცეპტით

კულინარია

23 ივლისი 10:00, 2015 წელი

ახლა სწორედ ის სეზონია, როდესაც შეგიძლიათ, თქვენი ორგანიზმი ვიტამინებით გაამდიდროთ. მართალია, ამ კერძის ინგრედიენტები წელიწადის ნებისმიერ დროს მოიპოვება, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ზაფხულში ბოსტნეული გაცილებით ჯანსაღი და გემრიელია.


საზაფხულო ტოლმა რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძის რეცეპტით.


3 ულუფისთვის საჭირო ინგრედიენტები:


წითელი ბულგარული წიწაკა - 300 გრ;
მწვანე ბულგარული წიწაკა - 300 გრ;
პომიდორი - 500 გრ;
სტაფილო - 100 გრ;
მწვანილები: ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, კამა - 50 გრ;
ნიორი - 2 კბილი;
მოხარშული ბრინჯი - 400 გრ;
ზეთი ან კარაქი - 100 გრ;
მარილი, პილპილი - გემოვნებით;

მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ ბულგარულ წიწაკასა და პომიდორს მოაჭერით ყუნწი, გამოაცალეთ შიგთავსი და დაალაგეთ თეფშზე.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ტაფაზე.
დაამატეთ გახეხილი სტაფილო და  ბულგარული წიწაკა.
ხშირად ურიეთ და როგორც კი შეამჩნევთ, რომ სტაფილო და ბულგარული წიწაკაც მოითუშა, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, წიწაკა, მარილი და ბოლოს წვრილად დაჭრილი მწვანილები.
როგორც კი ბოსტნეული მოითუშება, გამორთეთ გაზქურა და დაამატეთ მოხარშული ბრინჯი.
კარგად გადაურიეთ და ტოლმის შიგთავსი მზადაა.
მიღებული მასით დატენეთ  უკვე გამზადებული და გასუფთავებული წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ასევე, პომიდორიც.
ჩააწყვეთ ქვაბში ისე, რომ „ღია პირი“ ზევიდან  მოათავსოთ.
დაამატეთ ცივი წყალი - ტოლმა ნახევრად უნდა დაიფაროს და დაადეთ ზედ განიერი თეფში - ტოლმის დაფიქსირებისთვის.
დუღილის დროს დაუმატეთ ოდნავ მარილი.
ხარშეთ, დაახლოებით, 10-15 წუთი და როგორც კი მიხვდებით, რომ ბულგარული წიწაკა მოხარშულია, გაზქურა გამორთეთ. 



შენიშვნა:
საზაფხულო ტოლმა შეგიძლიათ, ტომატიან წყალშიც მოხარშოთ;
საზაფხულო ტოლმის მომზადებას, დაახლოებით, 20 წუთი და 5 ლარი დასჭირდება;
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკის მოსათუშად შეგიძლიათ, მისივე მოჭრილი ზედმეტი ნარჩენები წვრილად დაჭრათ და  გამოიყენოთ. 
თუკი საზაფხულო ტოლმის გაკეთება ტომატით გსურთ, შეგიძლიათ, პომიდვრიდან ამოღებული შიგთავსი მოიხმაროთ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?