არომატული ჟოლოს ტორტი - ცოცხალი ხილი, მსუბუქი კრემი და უნაზესი ბისკვიტი

კულინარია

26 ივლისი 10:00, 2015 წელი

ჟოლოს სეზონის დასრულებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა...

ხილის ტორტის მოყვარულებს შევთავაზებთ მიცკევჩის #29 მდებარე კაფე „იდეალის“ უგემრიელეს ჟოლოს ტორტს, რომლის რეცეპტს ექსკლუზიურად „funtime“-ს მკითხველისთვის კაფეს გამოცდილი კონდიტერი ნონა კალანდაძე გაგვიმხელს. 

ბისკვიტის შემადგენლობა:
10 კვერცხი
10 სუფრის კოვზი შაქარი,
11 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი
ვანილი.


ბისკვიტის მომზადების წესი:
კვერცხის ცილები მიქსერით კარგად ათქვიფეთ, ისე, რომ ჯამის გადმობრუნებისას ბეზე არ გადმოიღვაროს.
თქვეფის შეუჩერებლად დაამატეთ შაქარი.
რამდენიმე წუთი კიდევ თქვიფეთ და შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხის გულები.
დაახლოებით, 5-10 წუთის შემდეგ მიქსერი გამორთეთ და ათქვეფილ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ვანილი.
ცომს ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ და ჩაასხით ყალიბში, რომელსაც ძირში ჩაფენილი ექნება პერგამენტის ქაღალდი. ყალიბის კიდეებზე ცხიმის მოსმა აუცილებელი არ არის - ასე ბისკვიტი უფრო შეინარჩუნებს ნატურალურ გემოს, ხოლო თუ გამომცხვარი ბისკვიტის ყალიბიდან ამოღება გაგიჭირდებათ, ყალიბის კიდეზე დანის წრიული შემოტარებით ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.
ტორტი დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 100-150%-ზე უნდა გამოაცხოთ.
დაახლოებით, ნახევარ საათში ბისკვიტი მზად იქნება.



ბისკვიტის დასანამი სიროფი:
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი კონიაკი
ვანილი.
წყალი და შაქარი წამოვადუღოთ. გაგრილების შემდეგ დავუმატოთ კონიაკი და ვანილი.



რძიანი ფაფა (კრემისთვის):
1 ჭიქა რძე
2 სუფრის კოვზი შაქარი
2 სუფრის კოვზი ფქვილი.


რძიანი ფაფის მოსამზადებლად, შაქარი და ფქვილი ერთმანეთში აურიეთ.
ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი რძე და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და კარგად გააცივეთ.  



შოკოლადი ტორტზე მოსასხმელად:
ერთი ფილა შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ.
როცა ოდნავ შეგრილდება,  ათქვეფილი ნაღები ან რძე დაუმატეთ.



კრემი: 
1 ქილა შესქელებული რძე
250 გრამი კარაქი
რძიანი ფაფა.
კარაქი და შესქელებული რძე კარგად ათქვიფეთ.
დაუმატეთ უკვე გაგრილებული რძიანი ფაფა.
რამდენიმე წუთს თქვიფეთ და კრემი მზადაა.



ტორტის მომზადება:
გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე. 
ბისკვიტის ორივე ნახევარი კარგად დანამეთ.
მოაწყვეთ ბლომად ჟოლო და წაუსვით გამზადებული კრემი. 
დარჩენილი კრემი ტორტს თავზე და გვერდებზე წაუსვით.
ბოლოს კი გამდნარი შოკოლადით და ჟოლოთი გააფორმეთ. 



გემრიელად მიირთვით!


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?