ფიჩინი - ეს გემო არასდროს დაგავიწყდებათ

კულინარია

30 ივლისი 10:00, 2015 წელი

დღეს ფიჩინის უმარტივეს და უგემრიელეს რეცეპტს შემოგთავაზებთ. მას ბევრი ოსურ ღვეზელსაც უწოდებს, თუმცა სახელწოდებას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ფაქტია, რომ თუკი ერთხელ მაინც გასინჯავთ, ეს გემო არასდროს დაგავიწყდებათ.

უგემრიელესი ფიჩინი რესტორან „შატროს“ მზარეულ ნანა გეწაძის რეცეპტით.

მასალა 1 ცალი ფიჩინისთვის:
პურის ფქვილი - 150 გრ.
დროჟი - 5 გრ.
რძის ფხვნილი - 10 გრ.
მარგარინი - 10 გრ.
წყალი - 100 გრ.
მარილი - ნახევარი ჩ/კ.
შაქარი - ნახევარი ჩ/კ.
კვერცხი - 1ც.
შერეული ხორცი - 100 გრ. (ხორცის უმეტესი ნაწილი ძროხის უნდა იყოს)
წითელი და შავი წიწაკა - გემოვნებით.
ნედლი ქინძი - 5 გრ.
ხახვი - 10 გრ.
გატარებული ნიორი - 1 მწიკვი.
დაუმატეთ ოდნავ ძირა და უცხო სუნელი, ისე, რომ ფარშის გემო  ძალიან არ გაამძაფროს.

მოზილეთ ცომი:
ჯამში ჩაასხით 150 გრ. წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩ/კ  მარილი, 5 გრ. შაქარი, 1 ცალი კვერცხი, 5 გრ.  დროჟი, 20 გრ. რძის ფხვნილი, 10 გრ. მარგარინი და მოურიეთ ასათქვეფით.
ინგრედიენტები კარგად გაიხსნება თუ არა, დაამატეთ 150 გრ. პურის ფქვილი და გააგრძელეთ ცომის მოზელვა, ოღონდ უკვე ხელით.
როგორც კი ცომი გახდება ელასტიური და პრიალა, დაამატეთ 20 გრ. ზეთი, კარგად შეაზილეთ, გადააფარეთ ზემოდან ჯერ პარკი, შემდეგ ტილო და  თბილად შეფუთეთ.
ცომის ამოსვლას 15-20 წუთი დაჭირდება.
ამოიღეთ ცომი ჯამიდან, ისევ გადაზილეთ და კვლავ შეფუთეთ.
ახლა უკვე, ათი წუთის შემდეგ გახსენით შეფუთული ცომი,  250 გრამიანი გუნდა გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ.

ფარში:
გატარებულ ხორცს დაამატეთ 5 გრ. ნედლი ქინძი, 10 გრ. გატარებული ხახვი, ერთი მწიკვი ნიორი, მარილი, წითელი და შავი პილპილი - გემოვნებით, ოდნავ ძირა და უცხო სუნელი.
დაამატეთ, ასევე, 30 გრ. წყალი და მოურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

გამოცხობა:
ცომის მოზელვის შემდეგ, ფიჩინის გამოსაცხობ სპეციალურ ფორმას წაუსვით ფუნჯით ზეთი.
გაბრტყელებული ცომის ერთი ნაწილი ჩააფინეთ ცივ ფორმაში, დაადეთ ზედ 150 გრ. ფარში და ზემოდან ცომის მეორე ნაწილი გადაფინეთ.  
გადაატარეთ ზედ საგლინველა (ცომის გასაბრტყელებელი), რომელიც ცომის კუთხეებს კარგად დააფიქსირებს და ზედმეტ ცომს მოაცილებს.
გადაუსვით ზემოდან  წყალში გახსნილი კვერცხი ფუნჯით და შედგით 300 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში (12-15 წუთი).
როგორც კი ფიჩინი ოქროსფერს მიიღებს, ღუმელიდან გამოიღეთ. 
გემრიელად მიირთვით! 

შენიშნვა:
ფორმაში ჩადებული და გამზადებული ცომი გულში ოდნავ ჩაჭერით.
1 ცალი ფიჩინის გამოცხობას დაახლოებით  3 ლარი  დაგიჯდებათ.
როგორც კი ფიჩინს ღუმელიდან გამოიღებთ, არ დაგავიწყდეთ ზედ ზეთის ან კარაქის  გადასმა.



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?