განსხვავებული „სომხური ქადა“

კულინარია

16 აგვისტო 10:00, 2015 წელი

ამ რეცეპტში გამხელილ დეტალს თუ გაითვალისწინებთ, შეუდარებელი გემოსა და ფაქტურის ცომი გამოგივათ.


პურის საწარმო „იბერია 2012“, ეკოლოგიურად სუფთა პურ-პროდუქტის გარდა, რომელიც „იმერიონის“ ლოგოთი გამოდის, უგემრიელეს ნამცხვრებსა და ფუნთუშებსაც აცხობს.
წარმოების ტექნოლოგი რუსუდან ანდრიაძე „funtime“-ის მკითხველებს უგემრიელესი „სომხური ქადის“ საკუთარ რეცეპტს გთავაზობთ.



ცომის ინგრედიენტები:
მარგარინი - 600 გრ
ფქვილი - 1 კგ
ლიმონის მჟავა - ჩაის კოვზის მესამედი
მარილი ჩაის კოვზის მესამედი
ზეთი - 70 გრ


საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
დაუმატეთ მარილი, ლიმონმჟავა, ზეთი და იმდენი წყალი, რომ საშუალო სისქის ცომი მოიზილოს.
გამზადებული ცომი გაყავით სამ ნაწილად.
თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და წაუსვით 200 გრამი მარგარინი.
ზოგი დიასახლისი მარგარინს აციებს და შემდეგ ცომზე სახეხის დახმარებით ახეხავს, მაგრამ ჩვენ დარბილებულ მარგარინს ვამჯობინებთ.
მარგარინის წასმის შემდეგ  ცომი კარგად დაკეცეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.
შემდეგ გამოიღეთ და ისევ გააბრტყელეთ - ამჯერად, მარგარინის წასმა საჭირო არ არის, უბრალოდ, გააბრტყელეთ, დაკეცეთ და ისევ მაცივარში შეინახეთ.
ცომის სამივე ნაწილის სამჯერ გაბრტყელებისა და მაცივარში ვიზიტების შემდეგ, შეგიძლიათ, ცხობას შეუდგეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ფენოვანი მაცივარში 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ და ცხობა თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაიწყოთ.



ქადის შიგთავსის ინგრედიენტები:


კარაქი ან მარგარინი 250 გრ „უსტამი“ ან „სოფტი“
ზეთი -
 50 გრ
შაქარი - 500 გრ 
ფქვილი - 500 გრ 
ვანილი


ტაფაზე დაყარეთ ფქვილი და დაბალ ცეცხლზე ოდნავ „მოხალეთ“.
ფქვილი ფერს რომ შეიცვლის, დაუმატეთ შაქარი, კარაქი, ზეთი, ვანილი და კარგად მოურიეთ.
ქადის გულსართი მზადაა.  




ქადის მომზადება:
ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და მიეცით მოგრძო ფორმა.
დააყარეთ ქადის გულსართის  მესამედი, გადაახვიეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.
გამოაცხვეთ ზომიერ ცეცხლზე და ცხობის დასრულებისას, თავზე გადაუსვით რძეში ან წყალში ათქვეფილი კვერცხის გული.
გემრიელად მიირთვით!



 


 
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?