აჭარული კერძი „კიტრის სალათი ნადუღით“ „აჭარული სახლის“ გამოცდილი მზარეულის რეცეპტით.
1 ულუფა სალათის მოსამზადებელი ინგრედიენტები:
კიტრი - 1 კგ.
ნიგოზი - 200 გრ.
ნადუღი - 100 გრ.
ნიორი - 1-2 კბილი
ქინძი - 100 გრ.
მარილი, მწვანე წიწაკა - გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი და კანგაცლილი კიტრი დაჭერით მრგვლად და ჩაყარეთ ჯამში.
მოაყარეთ ქინძთან და მარილთან ერთად შეზავებული დაჭყლეტილი ნიორი და მწვანე წიწაკა.
დაამატეთ გატარებული ნიგოზი და ბოლოს, მოასხით ზედ ნადუღი.
მოურიეთ ისე, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად შეიზილოს.
სულ ეს არის.
ტყუილად არ დაგპირებივართ, რომ მისი მომზადება ძალიან მარტივია!
შენიშვნა:
ამ სალათისთვის უმჯობესია, შუშა კიტრი შეიძინოთ, რათა კერძი ნაკლებ წყლიანი გამოვიდეს, თუმცა ჩვეულებრივი კიტრის შემთხვევაშიც ნუ მოერიდებით მის მომზადებას.
მომზადებული კერძი გადაიტანეთ სასალათე ჭურჭელში, შედგით მაცივარში და კარგად რომ გაგრილდება - მასზე უკეთესს ზაფხულის ცხელ დღეებში ვერაფერს მიირთმევთ.
აჭარული სალათის მოსამზადებლად 15 წუთი და, დაახლოებით, 4 ლარი დაგჭირდებათ.
გემრიელად მიირთვით!