სინორი - განსაკუთრებული აჭარული კერძი 10 წუთში

კულინარია

3 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

სინორი ბათუმში საკმაოდ პოპულარული კერძია, რომელიც მხოლოდ აჭარაში მზადდება. იმისთვის, რომ თქვენც დააგემოვნოთ, მისი მომზადების წესი ბათუმიდან თბილისში ექსკლუზიურად FunTime-ის მკითხველებისთვის ჩამოვიტანეთ.

სინორის რეცეპტი ბათუმის „აჭარული სახლის“  გამოცდილმა მზარეულმა ბულბული ფარტენაძემ გაგვიმხილა. 


სინორის მოსამზადებლად საჭირო მასალა:
„სომხური ლავაში“ - 1 ცალი 
ნადუღი - 500 გრამი
კარაქი - 250 გრამი
მარილი - გემოვნებით
შაქარი და ნიორი - (სურვილის შემთხვევაში).


მომზადების წესი:
სინორის მოსამზადებლად ადრე, მაღალმთიან აჭარაში საფუარის გარეშე გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს იყენებდნენ. ახლა სინორის მოსამზადებელი სპეციალური, გამზადებული ფირფიტების შეძენა სუპერმარკეტებში შეგიძლიათ, თუმცა ბევრი ამ უგემრიელეს კერძს „სომხური ლავაშისგან“ ამზადებს.
თუკი ფირფიტები მზად გაქვთ, მის დასაგემოვნებელ კონდიციამდე მიყვანას მხოლოდ ათი წუთი დასჭირდება.



მაშ ასე, დავიწყოთ!
დაჭერით „სომხური ლავაში“ გრძლად, გადაახვიეთ რულეტებად, ისე რომ გადახვეული ფორმა რამდენიმე ფენისგან შედგებოდეს. მიეცით ლამაზი ფორმები და დააწყვეთ ოდნავ ღრმა ჟარონაზე ან ჩააწყვეთ ქვაბში ვერტიკალურად.
ქვაბში გამდნარ კარაქს დაუმატეთ ნადუღი, დაამატეთ ოდნავ წყალი, რათა ნადუღი და კარაქი კარგად შეიზილოს ერთმანეთში, დაამატეთ ოდნავ მარილი და წამოადუღეთ.
მიღებულ მასას პერიოდულად მოურიეთ, რომ არ დაიკრას და კარგად გაიხსნას.
თუკი გსურთ, სინორს ნივრის გემო დაჰკრავდეს, დაუმატეთ გახეხილი ნიორი.
როგორც კი სინორი ადუღდება და კარგად გაიხსნება, ცეცხლიდან გადმოდგით.
მომზადებული მასა „სომხური ლავაშისგან“ დამზადებულ  რულეტებს დაასხით, ისე რომ ნახევრამდე დაიფაროს და შედგით კარგად გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით, 3 წუთით.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ რულეტები ზემოდან მოიბრაწა, ღუმელიდან გადმოდგით და გამდნარი კარაქი მოასხით.
კერძი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!

შენიშვნა:
სინორის მომზადებას, დაახლოებით, 10 წუთი და 5 ლარი სჭირდება.
თუ გსურთ, სინორს ტკბილი გემო დაჰკრავდეს, ქვაბში მოთავსებულ მასას ადუღებისას დაამატეთ შაქარი გემოვნებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ტკბილი სინორის მომზადების შემთხვევაში ნიორის დამატება საჭირო აღარ არის.
თუკი კერძი სტუმრებისთვის მოამზადეთ, სუფრასთან მიტანამდე, ღუმელიდან გამოღებული სინორი ღრმა თეფშზე გადაიტანეთ და გამდნარი კარაქი მოასხით.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?