უგემრიელესი მეგრული ხაჭაპური

კულინარია

10 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

ხაჭაპურს ყველა კუთხეში სხვადასხვა რეცეპტით ამზადებენ. დღეს შემოგთავაზებთ უგემრიელესი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს. მოამზადეთ და თავად შეაფასეთ!

მეგრული ხაჭაპური რესტორან „შატროს“ მზარეულ ნანა გეწაძისგან.


მასალა ერთი (6-ნაჭრიანი) ხაჭაპურისთვის:


პურის ფქვილი - 200 გრამი;
წყალი - 150 გრამი;
საფუარი - 5 გრამი;
რძის ფხვნილი - 20 გრამი;
კვერცხი - 2 ცალი;
მარილი - ნახევარი ჩაის კოვზი;
შაქარი - 5 გრამი;
სულგუნი - 350 გრამი;
კარაქი - 10 გრამი;
მარგარინი - 20 გრამი;
ზეთი - 20 გრამი;


მომზადების წესი:
ჯამში ჩაასხით 150 გრამი თბილი წყალი. დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხი, საფუარი, რძის ფხვნილი და ეს ყველაფერი ხელით გახსენით (არ ათქვიფოთ).
როგორც კი შენიშნავთ, რომ ინგრედიენტები კარგად გაიხსნა, დაამატეთ პურის ფქვილი და გააგრძელეთ ცომის მოზელა ხელით.
დაახლოებით, 5-10  წუთის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი ცომი ელასტიკური, პრიალა და რბილია.
დაამატეთ ზეთი და კარგად შეაზილეთ. გადააფარეთ ჯერ პარკი, შემდეგ ტილო და თბილად შეფუთეთ.
იმისთვის, რომ დრო დაზოგოთ, სანამ ცომი ამოვა, შეგიძლიათ, ცალკე ჯამში ყველი გახეხოთ. მიღებულ რაოდენობას მოაკელით, დაახლოებით, 50 გრამი ყველი და ცალკე ჯამზე გადაიტანეთ. დარჩენილ, 300 გრამ გახეხილ ყველს დაახალეთ ერთი კვერცხი, დაამატეთ 20 გრამი მარგარინი და კარგად შეურიეთ ერთმანეთში.
ამასობაში, 15-20 წუთიც გავიდა.  
გახსენით შეფუთული ცომი და ხელახლა ჩაზილეთ. კვლავ წინანდებურად შეფუთეთ და ახლა უკვე ათ წუთში ამოიღეთ გუნდები.
მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, გააბრტყელეთ გუნდები, ცომის შუაგულში მოათავსეთ 300 გრამი გახეხილი ყველი, ცომი შეკარით, გაუკეთეთ შუაში პატარა ნახვრეტი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით - ისე, რომ ცომი არ გაიხვრიტოს.
ცალკე ჯამში მოთავსებულ 50 გრამ გახეხილ ყველს დაამატეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი და ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ გამოსაცხობად მომზადებულ ხაჭაპურზე.
გამოსაცხობი ხაჭაპური მშრალ ტაფაზე გადაიტანეთ და 300 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით.
გამოცხობას, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება.
ღუმელიდან გამოღებულ ხაჭაპურს კარაქი გადაუსვით.


შენიშვნა:
თუკი ამოსულ ცომს 1 საათით მაცივარში შეინახავთ, ხაჭაპური გაცილებით გემრიელი გამოგივათ.

გემრიელად მიირთვით!



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?