დესერტი

მსუბუქი და მარტივი ჩიზქეიქი თეთრი შოკოლადის პარფეთი

fun time

12:00 ორშ. 20 სექტემბერი, 2021 წელი

მარტივი ჩიზქეიქი თეთრი
შოკოლადის პარფეთი

14
დაკოპირებულია

გთავაზობთ ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტექნოლოგის მიერ ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველისთვის მოწოდებულ რეცეპტს:

ჩიზქეიქის ფხვიერი ძირის ინგრედიენტები:

  • „პეჩენია“ - 140 გრამი
  • გამდნარი კარაქი - 60 გრ

შოკოლადის პარფეს ინგრედიენტები:

  • 35%-იანი პარმალატიანი ნაღები „პრეზიდენტი“ - 400 გრამი
  • თეთრი შოკოლადი - 75 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 40 გრამი
  • ჟელატინის ფირფიტა - 7 გრამი
  • წყალი - 35 გრ
  • ჟოლო ან მოცვი - 50 გრამი

მომზადების წესი:

ჩიზქეიქის ძირი

„პეჩენია“ კარგად დაფშვენით, დაასხით გამდნარი კარაქი და აზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა სასურველი ზომის მეტალის ყალიბში გადაანაწილეთ, კოვზით კარგად დატკეპნეთ და ცოტაოდენი კენკრა მოაყარეთ. ჩიზქეიქის ძირი მზადაა.

თეთრი შოკოლადის პარფე - ჩიზქეიქის კრემი

პირველ რიგში, კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ამას 15 წუთი დასჭირდება, შემდეგ ათქვიფეთ ნაღები - ამისთვის 5 წუთიც საკმარისია.

კვერცხისა და ნაღების ათქვეფის შემდეგ, თეთრი შოკოლადი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.

ბოლოს, ჟელატინი დაალბეთ წყალში და მიკროტალღურ ღუმელში ან ძალიან დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. პროცესის დასრულების შემდეგ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ და ჩიზქეიქის ძირს დაასხით.

დასასრულ თავზე დაფშვნილი კენკრა მოაყარეთ და ცოტა ხნით მაცივარში შედგით.

შენიშვნა:

შეგიძლიათ, ჩიზქეიქის ქვედა ფენად ჩვეულებრივი ბისკვიტი ან ნებისმიერი დაფშვნილი ფხვიერი ნამცხვარი გამოიყენოთ, მაგალითად, ფიგურული „ტარტალეტკა“, კექსი და ა.შ. ყველაფერი დიასახლისის ფანტაზიასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!