ტორტი „პიკნიკი“ - არომატული ყავა, ხრაშუნა ბეზე, მოხალული ნიგოზი და უნაზესი კარამელის კრემი

კულინარია

27 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

ეს უგემრიელესი ტორტი ყველაზე პრეტენზიული გემოვნების ადამიანსაც კი  დააკმაყოფილებს. მისი რეცეპტი, ექსკლუზიურად Funtime-ის მკითხველებისთვის, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტექნოლოგმა მოგვაწოდა. 

ბისკვიტის შემადგენლობა და მომზადება:
კვერცხის გული - 7 ცალი
შაქარი - 300 გრამი
კარაქი ან მარგარინი - 400 გრ
ფქვილი - 400 გრ
სოდა 10 გრ
ვანილი
მარილი (დანის წვერით)


ბისკვიტის მომზადება კარაქისა და შაქრის თქვეფით დაიწყეთ.
კარაქი და შაქარი, დაახლოებით, 5 წუთი თქვიფეთ.
დაუმატეთ კვერცხის გულები და თქვეფა გააგრძელეთ. დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ დაუმატეთ მშრალი პროდუქტები (ფქვილი, სოდა, ვანილი და მარილი) და მოზილეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის ცომი.
ცომი გადაანაწილეთ 2 ცალ ცხიმწასმულ, პერგამენტიან საცხობ ლანგარზე და ზემოდან, თხელ ფენად გადაუსვით ბეზე.
ბისკვიტი ღუმელში 140 გრადუსზე უნდა გამოაცხოთ.


ბეზეს შემადგენლობა და მომზადება:
კვერცხის ცილა - 7 კვერცხის
შაქარი - 400 გრამი
ლომონმჟავა (დანის წვერით)

ცილა და შაქარი თქვიფეთ 15 წუთის განმავლობაში.
ბოლოს დაუმატეთ ლიმონმჟავა.



კრემის შემადგენლობა და მომზადება:
მოხარშული შესქელებული რძე - 900 გრამი
კარაქი - 250 გრამი
ვანილი (დანის წვერით)
ხსნადი ყავა 5 გრ
მოხალული ნიგოზი 150 გრ


შესქელებული რძე და კარაქი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილი, ხსნადი ყავა და ბოლოს მოხალული ნიგოზი.  
გამზადებული კრემი წაუსვით პირველ ფენას.
დააფარეთ გამომცხვარი ბეზეს მხრიდან გადმობრუნებული მეორე ფენა.
თავზე მოასხით შოკოლადის მინანქარი და მოაყარეთ მოხალული ნიგოზი. 


შოკოლადის მინანქრის შემადგენლობა და მომზადება:
რძიანი შოკოლადი - 200 გრ
ნაღები 35%-იანი 200 გრ  
მოხალული ნიგოზი 100 გრ


შოკოლადი და ნაღები გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...