კროასანები ჯემის, შოკოლადის, კრემისა და ნაყინის გულსართით

კულინარია

4 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

კროასანების გულსართად ხილის ჯემს, უნაზესი ნაღებისა და კარამელის კრემს, შოკოლადსა და ნაყინს შორის არჩევანის გაკეთება დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 

უგემრიელესი კროასანების რეცეპტი ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტექნოლოგმა ექსკლუზიურად, „FunTime“-ის მკითხველისთვის მოგვაწოდა.

ცომის შემადგენლობა და მომზადება
:
ფქვილი 1 კგ.
მარილი 15 გრ.
შაქარი 120 გრ.
საფუარი 30 გრ.
რძე 500 გრ.
კარაქი (ან მარგარინი) 400 გრ.


კარაქის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მიქსერში და დაბალ სიჩქარეზე, 5 წუთის განმავლობაში ზილეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ამის შემდეგ კი მიქსერის სიჩქარეს მოუმატეთ. ცომი 10 წუთის განმავლობაში ზილეთ. ცომი პრიალა და მოქნილი გახდება. ამის შემდეგ, მინიმუმ  30 წუთით მაცივარში შეინახეთ.  
მაცივრიდან გამოღების შემდეგ, დაახლოებით, 1 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და შუაგულში გაბრტყელებული კარაქი ჩაუდეთ. კროასანის ცომის დაფენოვანება ისევე ხდება, როგორც ნებისმიერი ფენოვანი ცომის.
დაფენოვანებული ცომი კონვერტისებურად გადაკეცეთ და ნახევარი საათით ისევ მაცივარში შეინახეთ.
პროცესის დასასრულ, ცომი 0,5 სმ-ზე გააბრტყელეთ და სამკუთხედებად დაჭერით.
გულსართის შერჩევა დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, გულსართად ჯემი, თერმოსტაბილური შოკოლადის ჩხირები (რომლებიც ღუმელში ცხობას უძლებს) ან კრემი გამოიყენოთ.
ცომზე გულსართის მოთავსების შემდეგ სამკუთხედები სქელი ბოლოდან წვრილისკენ დაახვიეთ და ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით.
ცხობისთვის გამზადებული კროასანები ოთახის ტემპერატურაზე, 15-20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი 180 გრადუსზე გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.



შენიშვნა:
კროასანი მარგარინზეც მზადდება, მაგრამ კარაქზე მომზადებულს უკეთესი, სასიამოვნო გემო და ხრაშუნა ქერქი აქვს.
კროასანის კარაქი და ცომი აუცილებლად ერთი ტემპერატურის უნდა იყოს.
კროასანების გამოცხობა გულსართის გარეშეც შეგიძლიათ. შეგიძლიათ, უკვე გამომცხვარ ნამცხვარში კრემი ან ნაყინი კულინარიული პარკით შეუშვათ ან გაჭრათ და ისე მოათავსოთ.

გემრიელად მიირთვით.


 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?