სიმონ კანდელაკის N13-ში მდებარე კაფე „DONATELO“-ს კულინარი ექსკლუზიურად FunTime-ის მკითხველებს სახლის პირობებში უგემრიელესი დონატების მომზადების საიდუმლოს უმხელს.
შემადგენლობა:
კვერცხი - 2 ცალი (ოთახის ტემპერატურის)
შაქარი - 165 გრ
ფქვილი - 390 გრ
გამაფხვიერებელი - 3 ჩაის კოვზი
ვანილი
მარილი - 1/2 ჩაის კოვზი
მუსკატის კაკალი - 3/4 ჩაის კოვზი
გამდნარი და გაგრილებული კარაქი - 40 გრ (3 სუფრის კოვზი)
რძე - 120 გრ. (ოთახის ტემპერატურის)
ზეთი - 1,5 ლ.
მომზადების წესი:
ცალკე ჯამში მოამზადეთ ფქვილის მშრალი მასა:
ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მუსკატის კაკალი.
მიქსერით 5 წუთი თქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
კვერცხსა და შაქარს ეტაპობრივად დაუმატეთ ვანილი და ფქვილის მშრალი მასის ნახევარი.
ამის შემდეგ 2 ეტაპად დაუმატეთ რძე, კარაქი და დარჩენილი ფქვილის მშრალი მასა.
გამოგივათ საკმაოდ თხელი ცომი, რომელიც 30 წუთით მაცივარში უნდა გააჩეროთ.
ამის შემდეგ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გააბრტყელეთ 1,5 სმ სისქეზე, დაჭერით სასურველ ფორმებად და ზეთში შეწვით.
200 გრ თეთრი ან შავი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ და მზა დონატები ერთი მხრიდან ამოავლეთ. შეგიძლიათ, სურვილისამებრ თავზე თხილი ან ქოქოსის ფანტელები მოაყაროთ.
ამ რეცეპტით 17-18 დონატი გამოგივათ.
ისიამოვნეთ უგემრიელესი დონატებით სახლიდან გაუსვლელად.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დონატები სახლშიც შეუკვეთოთ ტელეფონზე: 595 15 20 10
ეწვიეთ Facebook-ზე DONATELO-ს.