ხბოს გულ-ღვიძლი ნიგვზით - მადისაღმძვრელი და არომატული კერძი

კულინარია

22 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

ხბოს გულ-ღვიძლი ნიგვზით ბევრისთვის საყვარელი კერძია. კუჭმაჭის მომზადების უამრავი ხერხი არსებობს. დღეს ყველაზე მარტივ და განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.  


ნიგვზიანი ხბოს გულ-ღვიძლის რეცეპტი რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძისგან.


2 ულუფის მოსამზადებლად საჭირო მასალა:
ხბოს გულ-ღვიძლი - 300 გრ;
ნიგოზი - 100 გრ;
უცხო სუნელი, ქონდარი, წითელი დაღერღილი წიწაკა - 15 გრ;
ნიორი - 2 კბილი;
ხახვი - 2-3 თავი;
ოხრახუში - 100 გრ;
მარილი გემოვნებით;
ბროწეული - რამდენიმე მარცვალი.



მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი გულ-ღვიძლი მოხარშეთ.
შემდეგ დაჭერით პატარა კუბიკებად, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, სუნელები და დაჭყლეტილი ნიორი.
დაამატეთ გატარებული ნიგოზი და მარილი გემოვნებით.
მიღებული მასა კარგად გადაურიეთ;
ბოლოს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!


შენიშვნა:
მომზადებულ ხბოს გულ-ღვიძლს შეგიძლიათ, მოასხათ ოდნავ ძმარი.
იმისთვის, რომ ნიგოზი კარგად გაიხსნას, დაამატეთ ოდნავ ბულიონი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ  ხბოს გულ-ღვიძლის ნახარში) ან ოთახის ტემპერატურის წყალი.
თუკი კერძი სუფრასთან მისატანად მოამზადეთ, შეგიძლიათ, მორთოთ სალათის ფურცლებით და წითელი ბულგარული წიწაკით. კერძი უფრო მიმზიდველი და ფერადი გახდება. 
2 ულუფა ხბოს გულ-ღვიძლის გასაკეთებლად 30 წუთი დაგჭირდებათ და 10 ლარი დაგეხარჯებათ.


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...