შემწვარი კალმახი ბროწეულის სოუსით

კულინარია

29 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

კალმახი, უდავოდ, გემრიელი თევზია, მაგრამ, თუკი სპეციალურად მომზადებულ ბროწეულის სოუსს მოასხამთ, განსხვავებული და განსაკუთრებული კერძი გამოგივათ.


შემწვარი კალმახი ბროწეულის სოუსით რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძის რეცეპტით.


კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:


კალმახი - 250 გრ.
პურის ან კარტოფილის ფქვილი - 20 გრ.
ზეთი - 60 გრ.
კარტოფილის ფქვილი - 1 ჩაის კოვზი.
კამა - 50 გრ.
ხახვი - 50 გრ.
შავი პილპილი - გემოვნებით.
ლიმონის წვენი - 20-30 გრ.
ბროწეულის წვენი - 150 გრ.


მომზადების წესი:


გარეცხილ კალმახს შეძლებისდაგვარად მოაშორეთ ფხები (ძირითადად, ხერხემალი).
გადახსენით თევზი შუაზე, კარგად ამოავლეთ მარილგარეულ პურის ფქვილში და დადეთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე.
შეწვით ორივე მხრიდან, გადმოიღეთ თეფშზე და ახლა სოუსის მომზადებას შეუდექით.


სოუსის მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ტაფაზე (სასურველია, ოდნავ ღრმა ტაფა აირჩიოთ). 
დაასხით ტაფაზე ბროწეულის წვენი.
როგორც კი წამოდუღდება, შეასქელეთ პურის ფქვილით, ისე, რომ სოუსი საშუალო სისქის გამოვიდეს.
ბოლოს კი დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა.
ადუღეთ ისევ, დაახლოებით, 5 წუთი და გაზქურა გამორთეთ. 


მომზადებული სოუსი შემწვარ კალმახს მოასხით.
ზედ დაადეთ რამდენიმე ნაჭერი წვრილად დაჭრილი ლიმონი და გემრიელად მიირთვით!



შენიშვნა:
მომზადებულ სოუსს შეგიძლიათ, 20-30 გრამი კონიაკი დაუმატოთ. ეს მას განსაკუთრებულ გემოს შესძენს.
შეგიძლიათ, თეფშზე ჯერ სოუსი მოასხათ და შემდეგ ზედ დაადოთ შემწვარი კალმახი. ეს უკვე, თქვენი გემოვნების მიხედვით.
ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად, დაახლოებით, 20 წუთი და 5 ლარი დაგჭირდებათ.


ფოტოგრაფი: ნინი მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?